“სიკვდილის შემდეგ ორგანოები არაფერში მჭირდება” – ანიტა ფაცაციას დედა

513
SHARE

2 წლის ანიტა ფაცაცია  რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. მას გულის პათოლოგია სჭირდა და გადანერგვა ესაჭიროებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანიტას დედა ორგანოების დონორი გახდა:

„ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე, მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი. საზოგადოების ნაწილი ვერ იგებს, რა არის დონორობა და მინდა, კარგად განვმარტო.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა თავი უნდა მოიკლას სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. არავინ ვართ დაზღვეული შემთხვევითი სიკვდილისგან და მაშინ არის შესაძლებელი შენი ორგანოების გამოყენება სხვების გადასარჩენად.

ზოგმა მითხრა, ამაზე რატომ ფიქრობო. მე არც იმაზე ვფიქრობდი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ მოხდა.

ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვლება, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს თანხმობა, რომ მისი ორგანოები მოხმარდეს მათ, ვისაც სჭირდებათ. სიკვდილის შემდეგ ის ორგანოები არაფერში მჭირდება და ამის გააზრება ცოტა რთულია საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, მაგრამ თუ დაფიქრდები, ამით სხვებს გადავარჩენთ და თან არა – ერთსა და ორს”, – განაცხადა მარიკო სადრაძემ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

FB კომენტარები

კომენტარი