სიარულის მანერა ადამიანის ინტელექტთან კავშირშია – მეცნიერების სკანდალური დასკვნა

641
SHARE

დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შენელებული სიარულის მანერის მქონე ადამიანები, ბიოლოგიური თვალსაზრისით, სწრაფი სიარულის მანერის მქონე თანატოლებთან შედარებით, უფრო ხანდაზმულები არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც წესი, გაცილებით უარესია.

კვლევის თანახმად, სიარულის სისწრაფიდან გამომდინარე ადამიანის გონივრული შესაძლებლობებიც განსხვავდება, ასე მაგალითად შენელებული სიარულის მანერის მქონე ადამიანების IQ 16 პუნქტით დაბალია სწრაფი სიარულის მანერის მქონე ადამიანისგან.

როგორც კვლევის ავტორმა ლინ ჯი ხარტმან რასმუსენმა თქვა, აღნიშნული მონაცემები ადამიანის სამომავლო ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენადაც გამოდგება, რომ ასაკთან დაკავშირებული გართულებების არიდება მოხდეს.

კვლევაში სულ ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მათგანი ერთ წელს იყო დაბადებული და ექსპერიმენტის მომენტში ისინი 45 წლის იყვნენ.

FB კომენტარები

კომენტარი