“სექსში იდეალურია, ცოლს დავშორდებიო იძახის” …. – თამო ვაშალომიძე შვილის იდუმალ მამაზე

2007
SHARE

 თამო ვაშალომიძემ თავისი შვილის გასაიდუმლოებულ მამაზე  ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.
“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეუღლეს შეურიგდა. მისი მეუღლე სახლში დამხვდა, ძიძამ დამირეკა: ერთი ქალბატონი გელოდებაო. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. „ფეისბუქში“ კი მყავდა ნანახი, რადგან როცა ადამიანი ცნობადია, გაინტერესებს, ათვალიერებ. თავად მიხვდა, რომ ბავშვი მისი ქმრის იყო. თმით თრევა არ ყოფილა, ჩამოყალიბებული ქალია, არ არის პატარა. ვისაუბრეთ. შემდეგ ვაჟბატონს დავურეკეთ ამერიკაში, შოკში ჩავარდა. არ მინდა ნერვები მოვიშალო, გავქექო რაღაცები… ჩემი პრობლემა ის არის, რომ არ გავარკვიე ყველაფერი, ვენდობოდი, არ ვაკონტროლებდი, რადგან ისედაც ნახევარზე მეტი არ იყო საქართველოში. ვიცოდი, რომ ცოლს გაშორებული იყო. თურმე, ერთი წლის წინ შერიგებულან. ძალიან მეტკინა გული, რადგან ადამიანი მიყვარს, სამი წელი გვქონდა ურთიერთობა. თან, ისეთი ადამიანია, მესიჯის, ურთიერთობის დროს, საწოლში, სექსში იდეალური იყო. სწორედ ისეთი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში: წარმატებული კარიერა, მოვლილი, რომ უყვარხარ, შენს მეგობრებს პატივს სცემს და უცებ ყველაფერი ინგრევა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც მისი ცოლი მოვიდა. ვუთხარი კიდეც, რომ არაფერი ვიცოდი და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვის ოჯახს ანგრევს. დღემდე შოკში ვარ ან ნიშნობის თემა რაში დასჭირდა, სოციალურ ქსელში ფოტო მაინც როგორ არ დადეს. ბევრი რამ არის ჯერ გასარკვევი. მეუბნება: დავბრუნდები, დავილაპარაკოთო. იძახის, ცოლს დავშორდებიო, მაგრამ იმდენად გულნატკენი ვარ, არ მინდა, მე ამას არ ვიმსახურებდი. იმდენად იდეალურ სიტუაციას ვუქმნიდი – ბიზნესმენია, რაღაც პრობლემების გამო ციხეში იჯდა და არ მინდოდა, ჩემ გამო ჟურნალისტებს მის ცხოვრებაში ექექათ. შევრიგდებით თუ არა, ეს უკვე ჟურნალისტებისთვის მკვდარი თემაა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა, არც მე ვფიქრობდი გათხოვებაზე, არც ის აპირებდა დაქორწინებას და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე იდეალურად ვგრძნობდით თავს. ამ ეტაპზე არ ვარ მშვიდად, ალბათ, დავმშვიდდები და შემდეგ ცივ გონებაზე გადავწყვეტთ ყველაფერს. ჩვენ ბოლომდე არ დავშორებულვართ, რადგან საერთო შვილი გვყავს” – აცხადებს თამო ვაშალომიძე.

FB კომენტარები

კომენტარი