სექსუალური ბებია საახალწლო კალენდრისთვის მკერდმოშიშვლებული პოზირებს

171
SHARE

4 შვილის დედამ, ავსტრალიელმა ჯინა სტიუარტმა, რომელსაც უკვე შვილიშვილიც ჰყავს, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ ის მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ბებიაა.
ჯინამ 2019 წლის კალენდრისთვის გადაღებული „ცხელ-ცხელი“ ფოტოები გამოაქვეყნა. ავსტრალიელმა, რომელსაც მკერდის „შთამბეჭდავი“ ფორმა და ზომა აქვს, თითქმის შიშველმა იპოზიორა, თუმცა მას სადღესასწაულო ბანტის ფორმის ბიუსტჰალტერი ამშვენებს. თავზე კი თემატურად, რა თქმა უნდა, სანტა კლაუსის ქუდი ახურავს.
ლამაზმანის განცხადებით, კალენდარი შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. მისი ბეჭდური ვერსია კი უკვე გაყიდულია. ახლა დაიწყება ელექტრონული ვერსიის გაყიდვა და სტიუარტი თაყვანისმცემლებს სთხოვს იჩქარონ. კალენდარში ბებიის ბევრი ეფექტური ფოტოა, მაგალითად, ერთი-ერთი გადაღებულია „ტოპლეს“, რომელიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა.
ჯინა სტიუარტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Miss Maxim-ის მიერ ჩატარებული კონკურსის ფინალში გავიდა. მას ინსტაგრამში 125 ათასი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ის ხშირად ახარებს პროვოკაციული ფოტოებით.

 

FB კომენტარები

კომენტარი