“სექსმუშაკი დედა კლიენტებს, 4 წლის გოგონასთან” ერთად იღებდა

92
SHARE

ადვოკატი ინგა არახამია, “ფესბუქის”გვერდზე შოკისმომგვრელი ისტორიის შესახებ ყვება. მისი თქმით, სექსმუშაკი დედა მცირეწლოვანი შვილის თანხლებით იღებდა კლიენტებს, რა დროსაც, ბავშვს ყურსასმენებს უკეთებდა ან საბანს აფარებდა თავზე:

“ე.ი. სექსმუშაკი დედა კლიენტებს ღებულობდა ერთ ოთახიან ბინაში ერთ საწოლზე 4 წლის გოგონასთან. ბავშვს ხან ყურსასმენებს უთხრიდა ძალით და ხან საბანს აფარებდა თავზე. ბავშვის მამა და ბებიამ (დედის დედამ) მოგვმართა. ბავშვს დაუდგინდა ფსიქიური აშლილობა დიაგნოზი F91.3 გამომწვევი აშლილობა, რაც გარე ფაქტორის ზემოქმედების შედეგია ანუ გარემოსი რაც დედასთან ჰქონდა.

ავადმყოფობა ქრონიკული მიმდინარეობისაა, ბავშვს აქვს ისტერიული შეტევები, ქეთის უთხრა ბავშვმა როცა ჰკითხა ღამე როგორ გძინავსო (ჯერ დედის სახლში იყო ბავშვი) მაწუხებსო… სახეზე მაფარებენო…

დიდი ომის შემდეგ გამოვაწერინეთ შემაკავებელი ორდერი დედაზე და ბავშვი ერთი თვე მამასთანაა. დაყავს ექიმებთან და მკურნალობს და რეაბილიტაციას გადის. ცოტა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება ბავშვი.

საოცრება იყო რომ პროცესზე პოლიციამ თავის გამოწერილ ორდერზე თქვა არ იყო გამოსაწერი ამათი დაჟინებული თხოვნით გამოვწერეთო. სოც.მუშაკმა საერთოდ არ დაუჭირა მხარი, რითაც ბავშვის ინტერესების საზიანოდ იმოქმედა და ბავშვი საფრთხის ქვეშ დააყენა. ვუჩივლეთ პოლიციელსაც და სოც.მუშაკსაც. მოსამართლემ დაამტკიცა შემაკავებელი. გენ.ინსპექციამ პოლიციელს სასტიკი საყვედური გამოუცხადა და ამის გამო ეხლა ბავშვის მამას გადაეკიდა და ემუქრება. სოც.მუშაკზეც დისციპლინური წარმოება დაიწყო. მოძალადე დედამ გაასაჩივრა აპელაციაში და მოსამართლე ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი გაჰკიოდნენ პროცესზე, რაც არ უნდა ცუდი იყოს დედა მაინც ჯობიაო, ეხლავე მორიგდითო.

გავოგნდი, რას ნიშნავს მორიგდით, ესე იგი მოურიგდეთ და ბავშვთან ლოგინში მიიღოს კვლავ კლიენტები და ამას ბავშვმა უყუროს მეთქი? თან ბავშვის ბებია ამბობს ბავშვი თამაშის დროს სექსუალურ ხმებს გამოსცემსო. მოსამართლემ რით მიმტკიცებთ რომ ბავშვი ამას უყურებდაო, ბებია ანუ მოძალადის დედის დედა და ბავშვის მამა დაინტერესებული პირები არიან და როგორ ვენდოოო….და ყველაზე საშინელება ისაა, რომ მიუხედავად ექიმის ცნობებისა, რომ ბავშვს ფსიქიური დაავადება დაემართა ამ ყველაფრისგან, მოითხოვეს ბავშვი მოიყვანოს მამამ და ფსიქოლოგთან და სოც.მუშაკთან ერთად დავკითხავთო, რომ გავიგოთ იყო თუ არა ეს ყველაფერიო.

დღეს ორ ფსიქოლოგთან ვიყავით, ეს არაფრით არ შეიძლებაო ბავშვისთვის, მითუმეტეს რომ პოსტრავმულ მდგომარეობაშია ეს 4 წლის ბავშვი. ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ფსიქიკას ბავშვისასო. მოსამართლეებს და სოც.მუშაკს ბოდიშს ვიხდი “კიდიათ” ბავშვის ჯანმრთელობა, ექიმის კინსულტაციაც კი არ მიუღიათ შეიძლება თუ არა ამის გაკეთება.  სოც.მუშაკი ვინმე კახა ბედუკაძე მოვიდა პროცესზე აპელაციაში, ის ვინც პირველ ინსტანციაში იყო ჩამოაცილეს. ბედუკაძე გაჰკიოდა ესენი სააგენტოზე ზეწოლას ახდენენო სოც.მუშაკს 5 კილომეტრიანი საჩივარი დაუწერესო აი ზუსტად ესე თქვა. ბავშვზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნული გვაქვს კომპლექსური ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, მაგრამ არ ელოდებიან. სოც.მუშაკის მიერ მოყვანილ ვიღაც ფსიქოლოგს უნდა დაადგენინონ 15 წუთში ხვალ სასამართლოზე ბავშვის მდგომარეობა, რაც წარმოუდგენელი და აბსურდია.

რამდენიმე დღის წინ, ბავშვს, როდესაც ჩვენთან ოფისში იყო მოსული, მულტფილმები ჩაურთო ჟურნალისტმა ჩვენმა და თხოვა ყურსასმენით მოუსმინეო და ბავშვი ისტერიკაში ჩავარდა ყურსასმენებზე მე ამას არასდროს არ გავიკეთებო. დედა

ძალით უკეთებდა როცა კლიენტებს ემსახურებოდა. ჩვენმა ჟურნალისტმა ეს არ იცოდა. მოკლედ გთხოვთ ექიმებს ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს, ყველას ვისაც გაღელვებთ ბავშვის ბედი ხვალ მოდით სააპელაციო სასამართლოში 12.00 სთ-ზე, იქნებ ერთი გაბედული ექიმი მოვიდეს, ვინც მზად იქნება თქვას, რომ ბავშვის მდგომარეობის შესწავლამდე, რომ არ შეიძლება სასამართლოში 4 წლის პოსტტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვის დაკითხვა.

ნუთუ ერთი კვალიფიციური და ღირსეული ექიმი აღარ არის ამ ქვეყანაში. იცით რა ხდება სასამართლოში? დედა მისი დამქაშებით ყვირიან იმუქრებიან ფიზიკურად იწევენ და ამის ნახვა როგორ შეიძლება ბავშვისთვის?

კიდე ეს მოძალადე დედა ბავშვს ეუბნებოდა 10-მდე დათვალეო თუ არ დათვლიდა რკინის სახაზავით სცემდა, ბავშვს დათვლაზე ისტერიკა ემართება.

დიახ, გამომრჩა… ერთი წლის წინ, როდესაც ბავშვი 3 წლის იყო. მოძალადე დედამ ბავშვის მამა ბავშვის თვალწინ დანით დაჭრა. მორიგი კლიენტი, რომ ყავდა სახლში და ტიტვლები დარბოდნენ ბავშვის თვალწინ, მოძალადე დედის დედამ დაურეკა ბავშვის მამას გვიშველე, უშველე შენ შვილს წაიყვანე მოაშორე აქაურობასო. ჰოდა, რომ მივიდა ბავშვის მამა, ბავშვის დედამ ბავშვის თვალწინ დანით დაჭრა…”, – ნათქვამია სტატუსში.

FB კომენტარები

კომენტარი