სექსი, ვნება და ქალის სურნელი სისხლის ჯგუფების მიხედვით

638
SHARE

თუ ქალს პირველი ჯგუფის სისხლი აქვს, მაშინ ის ძალიან ვნებიანი და ამასთან, ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალბატონია.
საწოლში ის “მტაცებელია”, რომელიც არ იღლება და პარტნიორსაც არ აძლევს მოსვენების საშუალებას. არ ესმის და არ ცნობს მორცხვ და მოკრძალებულ მამაკაცებს.
მეორე მხრივ – ის თავშეკავებულია და ძლიერი. ვნების მიუხედავად, არავის მისცემს უფლებას, მოხიბლოს ის. ამ ქალის მთელი მგრძნობიარობა და ტემპერამენტი ეკუთვნის მის მუდმივ პარტნიორს, რომლისთვისაც ის რჩება ამოუცნობი და სასურველი 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც.
მეორე სისხლის ჯგუფის მქონე ქალები, ძირითადად, კარიერითა და პირადი საქმეებით არიან დაკავებულები. მათ ნაკლებად აღელვებთ სექსი, მაგრამ მამაკაცს უარს იშვიათად ეუბნებიან – უფრო იმ მიზეზით, რომ არ დაკარგონ ის. ასეთი ქალი გონიერია და წინდახედული. ის ხშირად აღწევს წარმატებას ბიზნესში და არ უყვარს ექსპერიმენტები საწოლში.
მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ქალი, ძირითადად, ქმრის ერთგულია. თუმცა საყვარელი ქალისთვის სიამოვნების მინიჭება პარტნიორ მამაკაცს უჭირს და მხოლოდ იმიტომ, რომ ქალის დამოკიდებულება სექსისადმი ზედმეტად კონსერვატორულია.
თუ ქალს მესამე ჯგუფის სისხლი აქვს, მას უყვარს სექსი, თუმცა ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებს. მას შესანიშნავად შეუძლია ორგაზმის იმიტირება; იცის, როგორ და როდის შეაქოს, როგორ დააკმაყოფილოს მამაკაცი. ასეთი ქალი ხშირად ლოგინს თეატრს ადარებს, სადაც ხან სექსუალური მტაცებელია, ხან დამფრთხალი უბიწოება… და თამაში მას მშვენივრად გამოსდის.
ეს ქალი ცხოვრებასაც თამაშით მიჰყვება – ყველაფერს მარტივად უყურებს და თავისუფალია ყველანაირი კომპლექსისგან. იმის იმედი კი ნუ გექნებათ, რომ მისთვის სიყვარული ერთადერთია.
პირიქით, ის პარტნიორებს ხელთათმანებივით იცვლის და თან, უბრალოდ, ინტერესის გამო.
თუ მშვენიერი სქესის წარმომადგენელს მეოთხე სისხლის ჯგუფი აქვს, მაშინ მას შეუძლია მთლიანად გაათავისუფლოს მამაკაცი სექსუალური კომპლექსებისგან. ეს ქალი მგრძნობიარეა, მარტივად აღწევს ორგაზმს და ძალიან უყვარს სექსი. ასეთ ქალს შეუძლია მამაკაცის, პრაქტიკულად, ყველა ფანტაზია განახორციელოს.
ძალიან სერიოზული დამოკიდებულება აქვს სიყვარულის მიმართ და, შესაბამისად, პარტნიორებს იშვიათად იცვლის.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი