“სექსი გაყიდვაში ეხმარება“: ჰელმუტ ნიუტონის 20 სკანდალური ნამუშევარი

240
SHARE

ჰელმუტ ნიუტონი – ХХ საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი ფოტოგრაფია. ის უკვე დიდი ხანია, ფოტოგრაფიის კლასიკოსად აღიარეს. ეროტიკული ჟანრის შეუდარებელმა ოსტატმა ერთხელ ფრაზა წარმოსთქვა, რომელიც უკვე ქრესტომათიული გახდა: „Sex sells“ („სექსი გაყიდვაში ეხმარება“).

ჯოდი ფოსტერი, 1987 წელი

ნიუტონს საყოველთაო აღიარება ცნობილი ადამიანების ფოტოსერიამ მოუტანა, სადაც ვარსკვლავები გამოსახული არიან ერთდროულად მგრძნობიარედ და ცივად. უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოგრაფის ნამუშევრებში შეუხამებელის შეხამება მუდამ იწვევდა დისკუსიებს.


მონიკა ბელუჩი

რაიფ ფაინსი

მადონა

სინდი კროუფორდი

იგურნი უივერი

ლინდა ევანგელისტა

                                                 შადე

ნიუტონის შემოქმედებითი გზა მრავალფეროვანი და საინტერესოა, ფოტოგრაფიის მცოდნეებისთვის ნიუტონის ოსტატობა, პირველ რიგში, მის მიზანსცენებს უკავშირდება……რომლებმაც ნამდვილი გადატრიალება მოახდინეს მოდისა და ფოტოგრაფიის დიდ სამყაროში.


„კალენდარი“, 2001 წელი
მისი შემოქმედების ერთგვარი შედეგი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული წიგნი სახელწოდებით Sumo, რომელიც 1999 წელს დაიბეჭდა. წიგნი ავტორის ძირითად ნამუშევრებს შეიცავდა და 3 ათასი დოლარი ღირდა. მაგრამ წიგნი არამხოლოდ ღირებულებით, არამედ, წონითა და პარამეტრებით აოცებს: ზომა – 50 × 70 სმ, წონა – 30 კგ.

ავტორი ასე მოუთხრობდა საკუთარ თავზე და ფოტოგრაფიისადმი მიდგომაზე: „ბურჟუა ქალები უფრო სექსუალურები არიან, ვიდრე პარიკმახერები ან მდივნები. ელეგანტურობა, განათლება, გარემოცვა – მე მწამს ასეთი რამეების; ხანდახან, მრცხვენია ამის, მაგრამ ეს ხომ სიმართლეა. მაღალი საზოგადოების ქალი სექსუალურია ბუნებით. ქალები, რომლებსაც ვიღებ, მისაწვდომები არიან, მაგრამ მათი მისაწვდომობა დამოკიდებულია ფულზე და დროზე, რომელსაც მათ დაახარჯავთ. ჩემი ნამუშევრები ძალიან ვულგარულია – შემოქმედებითი პროცესი, საერთოდ, უკავშირდება უგემოვნობასა და ვულგარულობას“.

„შიშველი ქალი აუზში“, 1975 წელი. ერთ-ერთ აუქციონზე ეს ნამუშევარი 15 000 დოლარად გაიყიდა.

                                              ნადია აუერმანი

არაპროფესიონალები ვერ ჩაწვდებიან, თუ რაში მდგომარეობს მისი ზოგიერთი შედევრის ოსტატობა, მაგრამ იმ დროისთვის, რასაც ნიუტონი აკეთებდა – აკეთებდა პირველი.

                                       Bergström Over Paris,1970 წელი

ნიუტონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, მისი ავტოპორტრეტი. მარჯვნივ – ერთგული დამხმარე და მრჩეველი, – მისი მეუღლე.
Christie’s-ს აუქციონზე რამდენიმე წლის წინ ეს ფოტო 140 000 დოლარად გაიყიდა.

წყარო:https://www.kvirispalitra.ge

Comments

comments