სერიალ “დაკარგულების” მსახიობი ჯულია ადამსი გარდაიცვალა

71
SHARE

პოპულარული ამერიკელი სერიალის, “დაკარგულები”, მსახიობი ჯულია ადამსი, 92 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Variety” ავრცელებს.
მსახიობის დებიუტი კინოსა და ტელევიზიაში 1949 წელს შედგა, ხოლო ცნობადობა და დიდება მან 1954 წელს მოიპოვა.
რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ადამსი 50 ფილმში გადაიღეს. ის, ასევე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში.
მსახიობს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავს.

 

FB კომენტარები

კომენტარი