სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” იწყება – შემოქმედებითი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

1522
SHARE

“ჩემი ცოლის დაქალების”   მე – 12 სეზონის გადაღება  იწყება.   ინფორმაცია  ამის შესახებ შემოქმედებითმა  ჯგუფმა  სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ძალიან მოგვენატრეთ!!!
გადაღებებს ვიწყებთ და ძალიან ძალიან მალე იხილავთ მე-12 სეზონს! “როდის დაიწყებაა?” – სექტემბერში, უფრო ზუსტ თარიღის მალე გეტყვით, მანამდე კი მნიშვნელოვანი განცხადება გვაქვს თქვენთვის:
თუ გსურთ ჩვენი სერიალის ეპიზოდურ როლებში და მასშტაბურ სცენებში მონაწილეობა, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ბაზა – https://www.facebook.com/groups/1560653847342672/
თუ გსურთ თქვენმა ავტომობილმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, მაშინ შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და აუცილებლად გაეცანით შესაბამის პირობებს, ჩცდ ავტო –https://www.facebook.com/groups/1703549183286742/
ხოლო თუ გსურთ თქვენმა სახლმა მიიღოს მონაწილეობა ჩვენს სერიალში, შემოგვიერთდით ამ ჯგუფში და რასაკვირველია არ დაგავიწყდეთ გაეცნოთ შესაბამის პირობებს, ჩცდ ლოკაცია – https://www.facebook.com/groups/268419076987323/
დროებით!”.

FB კომენტარები

კომენტარი