სერდოლიკის ქვა – რატომ უნდა ვატაროთ ის

2847
SHARE

ფერი: ნახევრად გამჭვირვალე ან გამჭვირვალე, ნარინჯისფერი, მოწითალო, წითელი, მოყავისფრო, ყავისფერი, მოწითალო-მოოქროსფრო ყავისფერი.
ენერგეტიკული თვისებები:
ყველა დროში სერდოლიკი წარმოუდგენლად ბედნიერ ქვად – სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ჰარმონიის ქვად ითვლება.
სერდოლიკს ბევრ განსაკუთრებულ თვისებას მიაწერდნენ. ითვლებოდა, რომ ის სიყვარულს, ბედნიერებას და მშვიდობას ჩუქნიდა თავის მეპატრონეს. სერდოლიკი აუმჯობესებს გუნება – განწყობას, იცვას მეპატრონეს ავი სულებისგან, მოაქვს წარმატება საქმიანობაში და სიმდიდრე. სწამდათ, რომ ქვა მეპატრონეს სიმამაცეს და გამბედაობას ჰმატებდა, თავის თავში დარწმუნებულს ხდიდა მას. ის ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში კამათის დროს, იცავს კონფლიქტებისა და უსიამოვნებისაგან. ის არაჩვეულებრივად თბილი ქვაა, ააქტიურებს ენერგიას, ეხმარება, აძლიერებს შემოქმედებითუნარიანობას, მატებს კონცენტრაციას, ეხმარება საიდუმლოების შენახვაში. ძველად ხალხს სწამდა, რომ სერდოლიკს შეუძლია შავი მაგიისგან, მეხისაგან და ავი თვალისგან დაიცვას.

მისტიკოსები თვლიან, რომ სერდოლიკი აძლიერებს მეექვსე გრძნობას და იცავს ადამიანს სასიცოცხლო ენერგიის გადინებისგან. ზედმეტად ფეთქებად ადამიანებს, რომლებიც ყვებიან თავის ემოციებს, სერდოლიკმა შესაძლოა, ნაადრევი სიკვდილი მოუტანოს (როგორც ცნობილია, სერდოლიკისთვლიან ბეჭდებს ატარებდნენ ბაირონი, პუშკინი, ესენინი).

სერდოლიკი

სამკურნალო თვისებები:
სერდოლიკი ფართოდ გამოიყენება მკურნალობაში, ითვლება, რომ ის ბევრი დაავადებისგან და სიკვდილისგან იცავს. ძველად მედიკოსები სერდოლიკს ნერვული აშლილობისას, ციებ-ცხელებისას უწევდნენ რეკომენდაციას. თვლიდნენ, რომ სერდოლიკი აძლიერებს კბილის სტრუქტურას. მშობიარობის დროს მანდილოსნები მას პირში იდებდნენ იმისათვის, რომ წარმატებული ყოფილიყო. სჯეროდათ, რომ სერდოლიკი აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს კანის დაავადებებს, ფარსებრ ჯირკვალს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული ე.წ. „სერდოლიკოთერაპია“ , რომელიც დადებით ზეგავლენას ახდენს დაავადბების ფართო სპეტრზე.
ტარების წესი:
უმჯობესია სერდოლიკი ვერცხლის ჩარჩოში, ან ჩარჩოს გარეშე ატაროთ. აქტიურმა ადამიანებმა, ბუნებით მებრძოლებმა სასურველია, სერდოლიკი სამაჯურის სახით ატარონ.

სერდოლიკი, როგორც თილისმა

სერდოლიკი თილისმის სახით ზეგავლენის ფართო სპექტრით გამოირჩევა. უპირველეს ყოვლისა, ის ტრადიციული სასიყვარულო თილისმაა (ხელს უწყობს სიყვარულის ჩასახვას), იცავს სასიყვარულო ზეგავლენისგან , ღალატისგან, ეხმარება ადამიანს ლტოლვის დაოკებაში, ხოლო მათ, ვინც აგვისტოშია დაბადებული, მოაქვს წარმატება ოჯახში.
ასტროლოგიური რეკომენდაციები:
ქვა დაკავშირებულია მზესთან, სატურნთან , მარსთან. ეს ერთ-ერთი უნივერსალურ ქვათაგანია, რომელიც თითქმის ყველა ზოდიაქოსთვის არის რეკომენდირებული, გარდა კირჩხიბისა. განსაკუთრებით კარგია თხის რქის, სასწორისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის, კარგია ასევე ლომისა და ვერძისთვის.

წყარო:http://geoastro.ge/minerals/338-.html

FB კომენტარები

კომენტარი