სერგეენკოს მიერ თვითმფრინავში გადარჩენილი ირანელი ქალი და ემოციური წერილი მინისტრს

1967
SHARE

სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მისამართით მადლობის წერილი ვრცელდება.
ირანელი ქალი, რომელსაც თვითმფრინავში დავით სერგეენკომ სამედიცინო დახმარება გაუწია, მინისტრს მადლობას უხდის:
“პა­ტივ­ცე­მუ­ლო სერ­გე­ენ­კო, გწერთ რათა გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, იმ დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ი­სით ფრე­ნის დროს გა­მო­ი­ჩი­ნეთ ჩემს მი­მართ. მსგავ­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი და გუ­ლის­ხმი­ე­რი დახ­მა­რე­ბა ბორტზე არა­სო­დეს მი­მი­ღია. თქვენ მე სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქეთ! კი­დევ ერთხელ გიხ­დით მად­ლო­ბას დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის და იმედს ვი­ტო­ვებ, კვლავ შევ­ხვდე­ბით და გა­გაც­ნობთ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს”, – წერს ირა­ნე­ლი ქალი წე­რილ­ში.
როგორც ირკვევა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ქალს, რომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო, მთე­ლი რე­ი­სის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და თვითმფრი­ნა­ვის დაფ­რე­ნამ­დე პი­რა­დად მარ­თავ­და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას.
შემ­თხვე­ვა ჟე­ნე­ვა-სტამ­ბო­ლის რე­ის­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მოხ­და, მა­შინ როცა მი­ნის­ტრი ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მი­ტი­დან ბრუნ­დე­ბო­და.

FB კომენტარები

კომენტარი