სენსაცია: ახალი ფილმი, რომელიც ტრანსგენდერ მეძავებს ეხება, IPHONE 5S – ით გადაიღეს

109
SHARE

 

 ახალბედა რეჟისორის შონ ბეიკერის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ტრანსგენდერების ცხოვრების შესახებ გვიამბობს, iPhone 5S -ით გადაიღეს. კინოკრიტიკოსები ფილმს განსაკუთრებულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რადგანაც მასში აღბეჭდილი კადრები და გრაფიკული ეფექტები არაფრით ჩამოუვარდება პროფესიონალური კამერით გადაღებულ ფილმებს.

„ფილმის გადაღებისთვის ჩვენ მხოლოდ iPhone 5S გამოვიყენეთ. განსაკუთრებული ეფექტების შესაქმნელად კი, ჩამოვტვირთეთ აპლიკაცია Filmic Pro და ამ პროგრამის მეშვეობით დავამუშავეთ ეფექტები. საოცარია, მაგრამ შედეგი, მართლაც, შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ეს ზუსტად ის არის, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმის თემატიკაც განსხვავებულია. მოხარული ვარ, რომ ამბავს, რომელიც ტრანგენდერების ცხოვრების შესახებ გვიამბობს, დიდ ეკრანზეც აჩვენებენ”,- განაცხადა ფილმის რეჟისორმა.

FB კომენტარები

კომენტარი