სენდვიჩი ბეკონით

261
SHARE

ინგრედიენტები: ბეკონი – 400 გრ, ყველის ფირფიტები – 4 ცალი, ხახვი – 1 თავი, მაიონეზი – 100 გრ, დაჭრილი პური – 8 ნაჭერი, პამიდორი – 8 ნაჭერი, სალათის ფურცელი – 4 ცალი.

მომზადების წესი: პამიდორი და ხახვი მრგვალად დავჭრათ. ტაფაზე პურის ნაჭრები შევწვათ. მასზე მაიონეზი წავუსვათ. შემდეგ ყველი, ბეკონი, პამიდვრის 2 ნაჭერი, ხახვი და სალათის ფურცელი დავადოთ. ბოლოს თავზე პურის მეორე ნაჭერი დავაფაროთ.

Comments

comments