სელებრითების საახალწლო ნაძვის ხეები (ფოტოკოლაჟი)

534
SHARE

შობა და ახალი წელი წარმოუდგენელია ნაძვის ხის და ფერადი ნათურების გარეშე. სელებრითები ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებიან ნაძვის ხის მოსართავად და ქმნიან ახალ ტრენდებს საზოგადოებისთვის. ვნახოთ წელს როგორი სტილი ჭარბობს.

1) კრის ჯენერის ნაძვის ხე წელსაც გრანდიოზული და შესანიშნავია. მან დიზაინერებთან ერთად იმუშავა და საბოლოოდ ტკბილეულის იდეით აწყობილი ხე მიიღო. ჭარბობს წითელი ფერი, ხოლო ნაძვის ხის გვერდით კრისტალური დიდი წითელი დათვის სკულპტურაა გამოსახული.

2) კაილი ჯენერმა არჩევანი ვერცხლისფერ და ოქროსფერ ტონალობებზე გააკეთა, ნაძვის ხე კი მისი კოსმეტიკური ხაზის პარფიუმერიით დაამშვენა.

3) დევიდ ბურტკამ და ნილ პატრიკ ჰარისმა ნაძვის ხე თავიანთ 6 წლის ტყუპებთან ერთად მორთეს, აქაც ოქროსფერი ტონალობები ჭარბობს.

4) ბრიტნი სპირსი მხიარულად პოზირებს მის შვილებთან ერთად აწყობილ ნაძვის ხესთან, როგორც ჩანს ბიჭებმა უპირატესობა ლურჯ სათამაშოებს და ოქროსფერ გირლანდებს მიანიჭეს.

5) გასაკვირია, რომ კენდალ ჯენერის ნაძვის ხე საკმაოდ მცირე ზომისაა, თუმცა მისი ვერცხლისფერი სათამაშოები და თოვლის ეფექტი ნამდვილად განსხვავებულ შარმს სძენს.

6) რიზ უიზერსპუნმა არჩევანი სისადავეზე შეაჩერა, მისი ხე სრულიად მწვანეა და გაფორმებულია სხვადასხვა სათამაშოთი და ნათურებით.

7) კელი კლარკსონის ნაძვის ხე ნამდვილად გამოირჩევა სათამაშოების და გირლანდების სიუხვით და მრავალფეროვნებით. გამოსახულია სხვადასხვა ორნამენტი, ფიგურა და გასაფორმებელი საშუალება.

8) ამანდა სეიფრიდმა წელს მინიატურული სათამაშოები და მინიმალისტური სტილი აირჩია.

9) ვანესა ჰადჯენსის ნაძვის ხე ბუხართან მდგომ ოქროსფერ მანათობელ შუქს ჰგავს, რომელიც მხოლოდ ნათურებითაა გაფორმებული.

​10) კეტრინ ჰეილს ჯერ არ დაუსრულებია აწყობა, თუმცა თუ სათამაშოების ფერით ვიმსჯელებთ, არჩევანს წითელზე შეაჩერებს.

FB კომენტარები

კომენტარი