სახლში, წყალში, კამერის წინ… უდიდესი საოცრება – ბავშვის დაბადების კადრები (ფოტოკოლაჟი)

651
SHARE

სახლში მშობიარობა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ნაცნობი გარემო დედის და ახალშობილის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ახლობელი ადამიანების გვერდში ყოფნა კი განწყობას ამაღლებს.
კიდევ ერთი მოდური ტრენდია – მშობიარობა წყალში. ბრაზილიაში მცხოვრები ალანა ფერეირა კი ორივე ტრენდის მიმდევარი აღმოჩნდა და მეორე შვილის გაჩენა სახლში, წყალში და ასევე კამერის წინ გადაწყვიტა. ამ პროცესის გადაღება ალანამ დაგეგმა იმისთვის, რომ ეს საოცრება და სახლში მშობიარობის პლუსები სხვა ქალებისთვის გაეზიარებინა.
სურათები ფოტომხატვარმა და ორი შვილის დედამ, მიშელ პამპანინმა გადაიღო. ოჯახურ თათბირზე გადაწყდა, რომ ალანას ქმარი და პირველი შვილი ლუიზა ასევე დაესწრებოდნენ მშობიარობას. ცოტა ხანში პატარა ბენჯამინიც დაიბადა!
1 (1) 2 (1) 3 (1) 4 (1) 5 (1) 6 (1) 7 (1) 8 (1) 10 (1) 11 (1) 12 (1)

FB კომენტარები

კომენტარი