სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

144
SHARE

კოსმეტიკის ქართული ბაზარი მამაკაცის სახის და სხეულის მოვლის საშუალებებით განებივრებული ნამდვილად არ არის. ბოლო დროს გაზრდილი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები თანასწორად ნეგატიურად აისახება როგორც ქალის, ასევე — მამაკაცის სახის კანზე. ამიტომაც დღის წესრიგში ეფექტური გამწმენდი საშუალების არსებობა დგება, რომელიც კანს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყისგან გაათავისუფლებს. ჩვენი ყურადღება ახალმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა — DEFY DIRT FIGHTER-მა მიიპყრო: მამაკაცებს ხშირად ეზარებათ, თავის მოვლას დიდი დრო დაუთმონ, სამმაგი ეფექტის მქონე კრემიც სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა: ის გამწმენდის, მსუბუქი სკრაბის და საპარსი ქაფის ფუნქციებს ითავსებს. DEFY DIRT FIGHTER-ის ეფექტს კოსმეტიკურ ბაზარზე დანერგილი სრულიად ახალი ტექნოლოგია — ფორმულა NVIRO-P განაპირობებს. NVIRO-P იმ აქტიური ინგრედიენტების კომბინაციითაა შექმნილი, რომლებიც სახის კანს ატმოსფეროს დაბინძურების შედეგად დალექილი მავნე ნაწილაკებისგან ათავისუფლებს. ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი ნედლეულისგანაა მიღებული, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გაჩენას და ანელებს დაბერების პროცესს. DEFY DIRT FIGHTER-ის ხანგრძლივი მოხმარებისას კანის სტრუქტურაც თანთათან უმჯობესდება. DEFY DIRT FIGHTER-ში შემავალი ნივთიერებებია: 1. ზღვის პროტეობაქტერიების ექსტრაქტი, რომელიც სწრაფად ანადგურებს ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყს 2. კოლაგენი, რომელიც კანს გამოშრობისა და სტრესისგან იცავს 3. ბოსტნის დანდურის ექსტრაქტი — ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ანთებასაწინააღმდეგო და გაღიზიანების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია 4. მოცვის, შაქრის ლერწმის, შაქრის ნეკერჩხლის, ფორთოხლის და ლიმონის ექსტრაქტები, რომლებიც კანის უჯრედების განახლებას ემსახურება 5. მწარე ფორთოხლის ზეთი კი კანის ზედაპირზე კონცენტრირებულ ბაქტერიებს ანადგურებს და ლიფტინგის (მოჭიმულობის) ეფექტი აქვს. მთლიანობაში DEFY DIRT FIGHTER-ის მოქმედებით კანი სუფთავდება, ტენიანდება, რბილდება და მისი ფერიც ერთგვაროვანი ხდება. DEFY DIRT FIGHTER-ი ასევე ეფექტურად ებრძვის მცირე ზომის ლაქებს და სახეზე გაპარსვის შემდეგ გაჩენილი სიწითლეებს. მას აკნეთი დაავადებულ და ცხიმიან კანზეც მოიხმარენ.

FB კომენტარები

კომენტარი