სახის დაბანისა და გაწმენდის იაპონური სუპერსისტემა

124
SHARE

ღრმა და უმტკივნეულო სახის გასაწმენდად საჭიროა არა სკრაბი, არამედ სწორედ ქაფი. იაპონელი ქალები დიდი ხანია ეს იციან და იყენებენ სახის დაბანის მეთოდის ორ ეტაპად.

დაგჭირდებათ:

მცენარეული ზეთი, ბადისებური ნეჭა ( მაგალითად ისეთი, როგორსაც იყენებენ შხაპის გელისთვის ) და
დამატენიანებელი საპონი.

პროცედურის წინ მოიცილეთ მაკიაჟი.

პირველი ეტაპი

ნახევარ ჩაის კოვზ მცენარეულ ზეთს ( ზეითუნის, ნუშის, სელის, მზესუმზირის, სიმინდის და ა.შ.) დაამატეთ 1-2 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი, წაისვით მშრალ სახეზე მსუბუქი მასაჟური მოძრაობებით და დაიტოვეთ 2-3 წუთით. ზეთი ასრულებს ჭუჭყის გამხსნელ ფუნქციას, არბილებს და კვებავს კანს.

მეორე ეტაპი

დამატენიანებელი საპონი კარგად ააქაფეთ ბადისებური ნეჭით რომ მიიღოთ სქელი ქაფი. რაც უფრო წვრილი ბუშტები ექნება ქაფს, მით უფრო ღრმა იქნება სახის გაწმენდა. ქაფი უნდა იყოს საპარსი ქაფის მსგავსი.

ქაფი ნაზად წაისვით სახეზე სქელ ფენად ისე, რომ არ შეეხოთ თითებით კანს და ბოლოს, ზედა ფენაზე ოდნავ დაჭერით ( მასე უფრო ღრმად აღწევს ფორებში და აშორებს ჭუჭყს), დაიტოვეთ სახეზე 2-3 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

თუ ცხიმიანი ან კომბინირებული კანი გაქვთ ღრმა გაწმენდის პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში ერთხელ, ხოლო მშრალი და ნორმალური კანისთვის – 10 დღეში ერთხელ.

იაპონური სახის დაბანა უმჯობესია ჩაიტაროთ საღამოს. ასეთი დაბანის შემდეგ გამოყენებული კრემები და ნიღბები უფრო კარგად და სწრაფად იწოვება და შედეგიც არ დააყოვნებს.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი