სახეში მჟავის შესხმა, როგორც შურისძიების საშუალება – ფოტოკოლაჟი

541
SHARE

მჟავის გადასხმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, შურისძიების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. ამგვარი სისასტიკის განხორციელების მოტივად შეიძლება ხელის თხოვნაზე მიღებული უარი, ეჭვიანობა ან უბრალოდ შური იქცეს. გარდა ამისა, მისი ჩამდენი შესაძლოა, სრულიად უცნობი ადამიანიც იყოს. უმეტეს შემთხვევებში, მსხვერპლი ქალია და სწორედ მათ

მიუძღვნა საკუთარი პროექტი შვედმა ფოტოგრაფმა იზაბელა დემავლისმა.

რაფატი 17 წლისაა, მან უკვე გადაიტანა 13 ოპერაცია. ექვსი წლის წინ, როდესაც გოგონას ეძინა, მას საკუთარმა ბიძაშვილმა მჟავა იმიტომ გადაასხა, რომ რაფატმა მას ცოლობაზე უარი უთხრა.

25 წლის კანვალმა უკვე 12 ოპერაცია გადაიტანა. იგი უცნობი მამაკაცის მსხერპლი გახდა, რომელმაც ორი წლის წინ, მისი სახლის კარზე დააკაკუნა.

მემონა 20 წლისაა, მას სკოლის ეზოში ახალგაზრდა ბიჭმა გადაასხა მჟავა. მემონას საკუთარ წლოვანებაზე მეტი ოპერაცია აქვს გადატანილი.

წყარო: http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი