სახალისო ისტორია გემრიელ დონატებზე

104
SHARE

იყო ერთი მეზღვაური, ჰენსონ გრეგორი. ახალგაზრდა იყო, უკვე საზღვაო ძალებში მსახურობდა და სხვა მეზღვაურებივით ესეც ბევრ ლუდს სვამდა. ლუდის შემდეგ კი ყველაზე მეტად დონატები უყვარდა. ერთხელ საჭესთან იჯდა, ცალ ხელში დონატი ეჭირა და მეორეთი თავს იქექავდა. უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და ჰენსონსაც ორივე ხელი დასჭირდა საჭის დასამორჩილებლად. ერთი ხელი თავიდან სასწრაფოდ ჩამოიღო, მაგრამ მეორე.. მოკლედ, ისეთი საყვარელი ვინმე აღმოჩნდა, რომ არც უფიქრია დონატის ზღვაში გადაგდება (ან დონატის სისუფთავეს გაუფრთხილდა, ან_ ზღვისას, ან უბრალოდ ძალიან შიოდა) და იქვე, საჭეზე წამოაცვა.

მერე კი გემი როცა დაიმორჩილა, საკუთარი მიღწევით კმაყოფილი მიუბრუნდა დონატს. შესანსლა და დაასკვნა, ასე გაცილებით უკეთესია, ის შუა ნაწილი საერთოდ რად უნდაო (შუა ნაწილი კარგად ვერ ცხვებოდა ისედაც). ხოდა, იმ დღიდან მზარეულს სულ სთხოვდა, გახვრეტილი დონატები გამიკეთეო.”

FB კომენტარები

კომენტარი