სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა

398
SHARE

გა­დის დრო, ის ჩვენ­თან აღარ არის, თუმ­ცა მი­სი ლექ­სე­ბი კი­დევ უფ­რო მეტ მკითხ­ველს იძენს, მის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი კი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, უხი­ლა­ვად, მაგ­რამ მა­ინც აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას… პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი 2010 წლის 13 აპ­რილს, 39 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა… მი­სი და­კარ­გ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტკი­ო­და, ტი­რო­და ყვე­ლა და ტი­რო­და ნი­ნა, რო­მელ­მაც და­კარ­გა ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი თა­ნა­მო­აზ­რე და ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახერ­ხებ­და მის გა­ო­ცე­ბას, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და…

მარ­თა­ლია, ექ­ვ­სი წე­ლი გა­ვი­და, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა… ახ­ლა უკ­ვე ნი­ნა ჩოდ­რიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს იმ სახ­ლ­ში, სა­დაც ნი­კომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა… ბი­ნა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი უც­ვ­ლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი – ნი­კო­სე­უ­ლი, ნი­კოს­ხელ­მო­ნა­კი­დი და ნი­კოს ჩა­მო­კი­დე­ბულ-დად­გ­მუ­ლი…


ნი­ნა:
– მე და ნი­კოს ბი­ნა რომ არ გვქონ­და და თე­ატ­რ­ში ვცხოვ­რობ­დით, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ სა­ნამ აქ გად­მო­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლის­ძ­ველ სახ­ლ­ში დავ­ფუძ­ნ­დით, გა­ვა­კე­თეთ რე­მონ­ტი, რო­მელ­შიც ჩავ­დეთ მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გია და ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ვ­წონ­და და გვიყ­ვარ­და ჩვენს ბი­ნა­ში ყოფ­ნა. ეს არ გახ­ლ­დათ არც იტა­ლი­უ­რი ეზო, არც კერ­ძო სახ­ლი, ეს იყო ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი, სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი, ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის, თბი­ლი­სუ­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად უძ­ლებ­და მი­წის­ძ­ვ­რის ყვე­ლა­ნა­ირ ამ­პ­ლი­ტუ­დას… ზუს­ტად იმ დროს, რო­ცა დავ­ლაგ­დით და გემ­რი­ე­ლად მო­ვეწყ­ვეთ, მოხ­და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბი­სას ჭრი­ჭი­ნის ხმა ის­მო­და, არც ბზა­რე­ბი გახ­ს­ნი­ლა, არც რა­მე დან­გ­რე­უ­ლა…

საკ­მა­ოდ სოლიდური თანხის მქო­ნე მოს­კო­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი სახ­ლით და მი­სი შეს­ყიდ­ვა მო­ინ­დო­მა… მა­შინ, რო­ცა ხალ­ხი მარ­თ­ლა უსახ­ლ­კა­როდ დარ­ჩა, ცი­ნი­კუ­რია, მაგ­რამ ჩვენ მი­წის­ძ­ვ­რით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბად გა­მოგ­ვაცხა­დეს… იმ ბიზ­ნეს­მენ­მა იქა­ურ მცხოვ­რებ­ლებს კარ­გი პი­რო­ბე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა, და­თან­ხ­მ­და ყვე­ლა და მათ შო­რის ჩვენც. სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ მთე­ლი ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი ბი­ნის გა­კე­თე­ბა­ში ჩავ­დეთ და აღ­მოჩ­ნ­და, რომ ახ­ლა უკ­ვე ახა­ლი სახ­ლი გვქონ­და გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი. ავი­ღეთ ბან­კი­დან სეს­ხი და შე­ვუ­დე­ქით სა­მუ­შა­ო­ებს, ამა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა ის, რომ ძი­რი­თა­დი გამ­კე­თე­ბე­ლი ვი­ყა­ვი მე (ი­ღი­მის). მე დავ­დი­ო­დი ელი­ა­ვა­ზე, ვკონ­ტაქ­ტობ­დი ხე­ლოს­ნებ­თან და ა.შ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამბავი მახ­სენ­დე­ბა: სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ დას­რულ­და და ავეჯ­ზე გა­და­ვე­დით, სა­ძი­ნე­ბელ­ში კა­რა­დის გა­სა­კე­თებ­ლად დურ­გა­ლი მო­ვიყ­ვა­ნეთ. ნი­კომ და­მი­ბა­რა, ერ­თი მხა­რე ფრა­კის­თ­ვის გა­ა­კე­თე­ბი­ნე, ჩა­მო­კი­დე­ბი­სას რომ არ მო­ი­კე­ცო­სო. ვუთხა­რი, მო­დი და თა­ვად აუხ­სე­ნი-მეთ­ქი. რას ლა­პა­რა­კობ, მე სა­მი რე­პე­ტი­ცია მაქვს, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვა­რო… რა­ღას ვი­ზამ­დი, და­ვა­დე­ქი თავ­ზე დურ­გალს და ვუხ­ს­ნი, რა უნ­და ნი­კოს… ამ დროს მი­რე­კავს ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რო­გორ ხართ, ახ­ლა ნი­კო ვნა­ხე, ნას­ვა­მი იყო, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით კა­ფე­ში ლექ­სებს კითხუ­ლობ­დაო. სა­შინ­ლად გავ­ბ­რაზ­დი, ვუ­რე­კავ, არ იღებს ტე­ლე­ფონს. უკ­ვე ცა­ლი ყბით ვე­ლა­პა­რა­კე­ბი დურ­გალს, ძა­ლი­ან აღ­რე­ნი­ლი ვარ… გა­ვი­და დრო, გად­მო­ვე­დით უკ­ვე ბი­ნა­ში საცხოვ­რებ­ლად, გად­მო­ვი­ტა­ნეთ ბარ­გი, ტან­საც­მე­ლი და ნი­კოს ვუთხა­რი, კა­რა­და­ში შე­ნი ნივ­თე­ბი თა­ვად შე­აწყ­ვე-მეთ­ქი, დამ­თან­ხ­მ­და… უცებ შე­მო­დის და მე­უბ­ნე­ბა, კი მაგ­რამ, მე ხომ გთხო­ვე, ისე გა­გე­კე­თე­ბი­ნა, რომ შარ­ვა­ლი არ მო­კე­ცი­ლი­ყო, ფრა­კი სად დავ­კი­დო ახ­ლაო.

სად და, თე­ატ­რა­ლუ­რის გვერ­დით რომ კა­ფეა, იქ-მეთ­ქი (ი­ცი­ნის)…

ნი­კოს ჩვე­ნი სახ­ლი ძა­ლი­ან მოს­წონ­და. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ გა­და­სა­ღე­ბად და ეს სი­ა­მოვ­ნებ­და. ერ­თხე­ლაც, ჟურ­ნა­ლის­ტი მყავს სტუმ­რად, ვსა­უბ­რობთ რე­მონ­ტ­ზე, სახ­ლ­ზე და მეც ვუყ­ვე­ბი, რას და რო­გორ ვა­კე­თებ­დი. ეტყო­ბა მის­მი­ნა, მის­მი­ნა, გა­მო­ვი­და მე­რე აივან­ზე და ნაწყენ­მა თქვა, კი მაგ­რამ, ჩე­მი წვლი­ლი სა­ერ­თოდ არაა ამ სახ­ლ­შიო?! რო­გორ არ არის, არის!.. რო­გორც კი ფუ­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბო­და, მოჰ­ქონ­და, რომ რა­მე მი­მე­მა­ტე­ბი­ნა, მე­რე კი სულ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, იმ ფუ­ლით რა გა­ა­კე­თეო. თუ ისეთ რა­მეს ვყი­დუ­ლობ­დი, რაც არ ჩან­და, მა­გა­ლი­თად, მი­ლი, რო­მე­ლიც კე­დელ­შია, ეს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას არ ანი­ჭებ­და, მოს­წონ­და, რო­ცა შე­სამ­ჩ­ნევ ნივ­თებს ვი­ძენ­დი…

შეხ­ვალთ თუ არა ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში, შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დაგ­რ­ჩე­ბათ კარ­თან ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი დი­დი სარ­კე და ქოთ­ნის ლა­მა­ზი ყვა­ვი­ლი. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ “სა­ნა­ხა­ო­ბა” სა­დარ­ბა­ზო­დან­ვე იწყე­ბა.

ჰოლ­ში შე­სულს თვალ­ში ნი­კოს ფო­ტო­ე­ბით სავ­სე კე­დე­ლი მომ­ხ­ვ­და…

– ნი­კოს დროს ამ­დე­ნი ფო­ტო არ იყო აქ გა­მო­ფე­ნი­ლი, თით­ქ­მის ყვე­ლა მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ ჩა­მოვ­კი­დე.

ჰო­ლი­დან დიდ მი­სა­ღებ­ში შე­ვე­დით, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სივ­რ­ცე­დაა და­ყო­ფი­ლი. პირ­ველ ნა­წილ­ში რბი­ლი სა­მე­უ­ლი, მა­გი­და და ტორ­შე­რი დგას, კედ­ლი­დან კი ნი­კო “ზედ­მე­ტად ბუ­ნებ­რი­ვად” იც­ქი­რე­ბა. მე­ო­რე ნა­წილ­ში რეტ­როს­ტი­ლის მა­გი­და დგას სკა­მე­ბი­თურთ, აქ­ვეა ბუ­ხა­რი და “კონ­წი­ა­ლა” სა­ვარ­ძე­ლი, რო­მელ­ში ჯდო­მაც ნი­კოს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

– ეს სა­ვარ­ძე­ლი რომ მო­ვი­ტა­ნე, ნი­კო გა­და­ი­რია, ეს რა არის, რად გინ­დო­და, ნე­ტავ რა ღირ­დაო. მივ­ხ­ვ­დი, არ მო­ე­წო­ნა და რე­ა­ლუ­რი ფა­სის ნა­ხე­ვა­რი ვუთხა­რი, მა­ინც ვერ მოვ­ხიბ­ლე, უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. მაგ­რამ მო­ტა­ნის დღეს რომ ჩაჯ­და და თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნო, არ ამ­დ­გა­რა, სულ აქ იჯ­და ხოლ­მე. უამ­რა­ვი ფო­ტო აქვს მას­ში გა­და­ღე­ბუ­ლი.


– რო­ცა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს შე­ვუ­დე­ქით, კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა ჯერ დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყო, ბო­ლო, მე­ა­თე სარ­თულს აშე­ნებ­დ­ნენ. ნი­კოს ვუთხა­რი, ბუ­ხა­რი მინ­და-მეთ­ქი. გა­გიჟ­და, მე-2 სარ­თულ­ზე ბუ­ხა­რი რო­გორ უნ­და გა­ა­კე­თოო, გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი და მარ­თ­ლაც შე­ვას­რუ­ლე.… ბუხ­რის დი­ზა­ი­ნი გუ­გა კო­ტე­ტიშ­ვილს ეკუთ­ვ­ნის. გუ­გა ნი­კოს დე­ი­დაშ­ვი­ლია და შეჭ­მუ­ლი მყავ­და რე­მონ­ტის დროს (ი­ღი­მის). დღეს, ნი­კო რომ ჩვენ­თან ყო­ფი­ლი­ყო და გე­კითხათ, ბუ­ხა­რი ვინ გა­ა­კე­თაო, გა­მო­გიყ­ვან­დათ აივან­ზე, გაჩ­ვე­ნებ­დათ ბუხ­რის იმ მილს, რო­მე­ლიც მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან სახ­ლის ბო­ლომ­დე, მე­ა­თე სარ­თუ­ლამ­დე ადის და გეტყო­დათ, თქვენ არ იც­ნობთ ნი­ნას, გა­ი­ცა­ნით, ეს მი­ლი არის ნი­ნაო (ი­ცი­ნის).

ბუ­ხარ­თან რომ ნა­ხა­ტი კი­დია, მას­ზე ნი­კოს დე­დაა გა­მო­სა­ხუ­ლი. არ ვი­ცი, ვინ და­ხა­ტა, მე მა­შინ მა­თი ოჯა­ხის წევ­რი არ ვი­ყა­ვი.

მი­სა­ღე­ბი სავ­სეა ყვა­ვი­ლე­ბით…

– ყვა­ვი­ლე­ბი მიყ­ვარს, სულ პა­წა­წი­ნე­ბი მოჰ­ქონ­და ხოლ­მე ნი­კოს. მე ვბრა­ზობ­დი, ასე პა­ტა­რე­ბი რომ მო­გაქვს, რო­დის გა­იზ­რ­დე­ბა-თქო. არა­ფერს ამ­ბობ­და, ჯი­უ­ტად ეზი­დე­ბო­და პა­წა­წი­ნებს, მე­რე კი გა­ამ­ხი­ლა “სა­ი­დუმ­ლო”: თე­ატ­რის წინ ერ­თი ბე­ბოს ზის, რაღ­ც­ნა­ი­რი თვა­ლე­ბი აქვს და ვე­რაფ­რით გა­ვივ­ლი ისე, რომ ყვა­ვი­ლი არ ვი­ყი­დოო…

მოვ­ლით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მე ვუვ­ლი­დი, ხან იავან­ზე გამ­ქონ­და, ხან შე­მომ­ქონ­და… ახ­ლა, რო­ცა ნი­კო აღარ არის, მი­სი შვი­ლი ჯე­ჯი­კო მო­დის და ის მეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, თო­რემ უკ­ვე ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­დ­ნენ და დამ­ძიმ­დ­ნენ.

მი­სა­ღებ­ში, კე­დელ­ზე ნა­ხა­ტებ­თან ერ­თად, ჩარ­ჩო­ში ჩას­მულ ნი­კოს ხელ­­ნა­წერ ფურ­ც­ლებ­საც შეხ­ვ­დე­ბით, სა­დაც ლექ­სებს ამო­ი­კითხავთ…

– ნი­კო ნა­ხა­ტებს ხან ერთ კე­დელ­ზე და­კი­დებ­და, ხან – მე­ო­რე­ზე, მაგ­რამ ესეც არ გა­მოს­დი­ო­და, თით­ში ხან ლურ­ს­მანს ირ­ჭობ­და, ხან ჩა­ქუჩს ირ­ტყამ­და, ამი­ტომ ყვე­ლა ნა­ხატს უკა­ნა მხა­რეს ნი­კოს სის­ხ­ლის კვა­ლი ამ­ჩ­ნე­ვია, არც ერ­თი არ და­უ­კი­დია ისე, რომ ხე­ლი არ სტკე­ნო­და.

მი­სა­ღე­ბი­დან დიდ ვე­რან­და­ზე გა­ვე­დით, რო­მელ­საც ქოლ­გა, მა­გი­და და სკა­მე­ბი ამ­შ­ვე­ნებს. ეს ნივ­თე­ბი ნი­კოს ნა­ყი­დი ყო­ფი­ლა…

თურ­მე ნი­კოს ძა­ლი­ან უნ­დო­და, კა­ბი­ნე­ტი ჰქო­ნო­და…

– პარ­ლა­მენ­ტ­თან რომ სახ­ლი გვქონ­და, იქ ნი­კოს კა­ბი­ნე­ტი ვერ მო­ვუწყ­ვე, სა­მა­გი­ე­როდ, ამ ბი­ნას რომ ვა­კე­თებ­დით, თა­ვი­დან­ვე გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი. დი­დი ამ­ბით მო­ვაწყ­ვეთ კა­ბი­ნე­ტი წიგ­ნე­ბის თა­რო­ე­ბით, მა­გი­დით, სკა­მით და ა.შ. მაგ­რამ იქ არას­დ­როს და­უ­წე­რია რა­მე, უყვარდა მი­სა­ღე­ბის სა­მე­უ­ლი და პა­ტა­რა მა­გი­და, სულ აქ ჰქონ­და გაშ­ლი­ლი ფურ­ც­ლე­ბი.

სამ­ზა­რე­უ­ლო ნი­კოს საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა. იქ შე­სუ­ლი მიხ­ვ­დე­ბით, რას ნიშ­ნავს ეკ­ლექ­ტი­კა. ერთ სივ­რ­ცე­ში რეტ­როს­ტი­ლის მა­გი­და და ე.წ. ბუ­ფე­ტი დგას, მე­ო­რე მხა­რეს თა­ნა­მე­დრო­ვე გარ­ნი­ტუ­რი. უყუ­რადღე­ბოდ არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნია ჭერ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლი ქვა­ბე­ბი. დი­ა­სახ­ლისს მა­თი შე­ნახ­ვის ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­თო­დის­თ­ვის მი­უ­მარ­თავს. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კე­დელ­ზე ნა­ხა­ტი კი­დია, რო­მელ­ზეც თევ­ზია გა­მო­სა­ხუ­ლი

– ნი­კოს მოს­წონ­და, რა­საც ვა­კე­თებ­დი და მეც მე­ხა­ლი­სე­ბო­და, მა­ხა­რებ­და მი­სი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. მეტყო­და ხოლ­მე, – ნინ, ხომ ლა­მა­ზია ჩვე­ნი სახ­ლი?! კი-მეთ­ქი, ვპა­სუ­ხობ­დი. ეს “თევ­ზი” ნი­კოს ნა­ყი­დია, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მა­ჩუ­ქა, ოქ­როს თევზს ეძახ­და. იუბი­ლემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე იყი­და და მა­ლავ­და. რო­გორ გინ­და ამ­ხე­ლა და­მა­ლო, მაგ­რამ ჩემ­მა შვილ­მა და ნი­კომ ერ­თად მო­ი­ფიქ­რეს გა­მო­სა­ვა­ლი, გა­მოდ­გეს კა­რა­და და მის უკან ჩა­ა­ცუ­რეს, მე რომ არ შე­მემ­ჩ­ნია…


ცხოვ­რე­ბა ნი­კოს შემ­დეგ…
– დე­და რომ და­მე­ღუ­პა, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. დე­დაც ახალ­გაზ­რ­და წა­ვი­და. მი­სი არ­ყოფ­ნის შემ­დეგ, მი­სე­უ­ლი ყვე­ლა­ფე­რი გა­დავ­მა­ლე, არ მინ­დო­და, თვალ­ში მომ­ხ­ვედ­რო­და ის, რაც დე­დას და იმ ტკი­ვილს გა­მახ­სენ­ე­ბდა. ნი­კოს შემ­თხ­ვე­ვა­ში პი­რი­ქით და­მე­მარ­თა. თა­ვი­დან ბი­ნის გა­ყიდ­ვა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, რომ ამას ვე­რაფ­რით გა­ვა­კე­თებ­დი. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, აქ ვინ­მე სხვამ იცხოვ­როს… შპა­ლე­რი რომ დაძ­ველ­დეს და გა­მოც­ვ­ლა მო­მინ­დეს, არ ვი­ცი, რო­გორ უნ­და ჩა­მოვ­ხ­ს­ნა თუნ­დაც ეს ნა­ხა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ნი­კოს ხე­ლი­თაა ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი…

მარ­თა­ლია, ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლიაო, მაგ­რამ ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში დრო­ის სვლას­თან ერ­თად არა­ფე­რი გა­ნე­ლე­ბუ­ლა, მი­ტევს და მი­ტევს უმი­სო­ბა… პი­როვ­ნუ­ლად ვერ­სად, ვე­რა­ვის­ში, ვე­რა­ფერ­ში ვპო­უ­ლობ იმას, რაც ნი­კოს ჰქონ­და… რაც დრო გა­დის, მით უფ­რო ვმძიმ­დე­ბი და მე­ტად ვი­თა­ვი­სებ ჩემს მარ­ტო­ო­ბას. მაგ­რამ შვე­ბას მგვრის ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი ნი­კო­სად­მი და ის, რომ მის სიტყ­ვას ფა­სი აქვს… ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნე­ბი უკ­ვა­ლოდ მი­დი­ან, მო­გო­ნე­ბა რჩე­ბა ოჯახ­ში და სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი ამ­ბა­ვია, რო­ცა მი­დი­ხარ, თან არ მი­დი­ხარ და ტო­ვებ იმას, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია, რაც სამ­ყა­რო­ში იყო პირ­ვე­ლი – ესაა სიტყ­ვა… თუ მარ­თ­ლა ასეა და თუ გა­უძ­ლო დროს მის­მა და­ნა­ტო­ვარ­მა, ეს კი­დევ უფ­რო დი­დ ბედ­ნი­ე­რე­ბას მო­მა­ნი­ჭებს. ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მიმ­სუ­ბუ­ქებს ნი­კოს, რო­გორც ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ა­ნის წას­ვ­ლას… მაგ­რამ ნი­კოს, რო­გორც ჩე­მი მე­გობ­რის, მე­ო­რე ­ნა­ხევ­რის და თა­ნამ­გ­ზავ­რის წას­ვ­ლა, სა­შინ­ლად რთუ­ლია, დღემ­დე არა­ნორ­მა­ლუ­რად მი­ჭირს (თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლი­ან­და)…

…ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ურ­თი­ერ­თო­ბი­სას კარ­გი მო­მენ­ტია, რო­ცა ერ­თ­მა­ნეთ­ში მუდ­მი­ვად რა­ღაც გხიბ­ლავს, სულ ინ­ტე­რეს­ში, სულ აღ­მო­ჩე­ნებ­ში ხარ და ამით იღებ ყო­ველ­დღი­ურ სი­ა­მოვ­ნე­ბას… რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გვიჩხუ­ბია კი­დეც, მაგ­რამ ასე­თი ჩე­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ჩე­მი დარ­დი­სა და სი­ხა­რუ­ლის გამ­ზი­ა­რე­ბე­ლი სხვა არა­ვინ შემ­ხ­ვედ­რია… ნი­კოს ჩემ­თ­ვის ხმა არას­დ­როს აუწე­ვია, მე რომ ჯუ­ჯუ­ღუნს და­ვიწყებ­დი და არ ვჩერ­დე­ბო­დი, ყვე­ლა­ზე დი­დი, რაც შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა იყო ის, რომ ძა­ლი­ან მშვი­დად ჩა­იც­ვამ­და და ასე­ვე მშვი­დად და­მემ­შ­ვი­დობ­ე­ბო­და, “პა­კა, ნი­ნა­ა­ა” და წა­ვი­დო­და. მე კი ვი­ჯე­ქი და ვფიქ­რობ­დი, რომ არ მო­ვი­დეს, ხომ გავ­გიჟ­დე­ბი-თქო, მაგ­რამ ის ყო­ველ­თ­ვის მო­დი­ო­და… დღეს კი, რო­ცა ის არ არის, სად ჩავ­რ­გო თა­ვი, არ ვი­ცი…

…ახ­ლა ახა­ლი საქ­მე გა­მო­ვი­ჩი­ნე, ანა­ნურ­ში პა­ტა­რა ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დე პა­წა­წუ­ნა სახ­ლით და რო­გორც კი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა, მივ­რ­ბი­ვარ და ვრგავ, ვრწყავ და ახა­ლი სი­ცოცხ­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბას ჩე­მე­ბუ­რად ვუწყობ ხელს.

წყარო:http://www.shin.ge

Comments

comments