„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში მონაწილეობს

107
SHARE

 „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ და სასტუმრო „მედიჰაუსი“ მოლდოვაში, საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალზე საკუთარი სივრცით არიან წარმოდგენილნი, სადაც მოცემულია დეტალური ინფორმაციაა არამარტო მათი სერვისების, არამედ ზოგადად საქართველოს შესახებ.
ფესტივალზე, რომელიც 9 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოსთან ერთად, წარდგენილები არიან თურქეთი, უკრაინა, ბუდაპეშტი, ბულგარეთი, უნგრეთი და ა.შ. როგორც „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი მიშა ქამუშაძე აცხადებს, საქართველოს და კონკრეტულად „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ მიმართ ინტერესი დიდია, შესაბამისად, ეს ფესტივალი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.
„საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალში, ძირითადად, მონაწილეობენ ქვეყნები აღმოსავლეთ ევროპიდან. აქ ნახავთ სხვადასხვა ტიპის, დაახლოებით, ასამდე კომპანიას, რომლებსაც თავიანთი პროდუქტი, სერვისები აქვთ წარმოდგენილი“, – აღნიშნავს მიშა ქამუშაძე. „ჩვენ ვმონაწილეობთ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, წარმოვადგინეთ ჩვენი სასტუმრო კომპლექსი, სამედიცინო ცენტრი. სერიოზული დაინტერესებაა როგორც ქვეყნით, ასევე სასტუმრო და სამედიცინო სერვისებით. მოლდოველები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოსთან არ არის პირდაპირი რეისი,“- ამბობს „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ წარმომადგენელი და დასძენს, რომ საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენა არამარტო „საჩხერის სამედიცინო ცენტრის“, არამედ მთელი ქვეყნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“, რომელიც ევროსტანდარტების შესაფერისი ინფრასტრუქტურის და ულტრათანამედროვე სამედიცინო და სამკურნალო აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო კომპლექსია, მომავალშიც აპირებს ასეთ აქტივობებს, მათ შორის კი – უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვიზიტი უკრაინაში.

R

FB კომენტარები

კომენტარი