“საშინელი ხმით ჩამესმის – ,,არ მომკლა,, და ოფლში გაწურულს მეღვიძება” – თამაზ ელიზბარაშვილის სულისშემძვრელი ისტორია

317
SHARE

თამაზ ელიზბარაშვილი სულისშემძვრელ ისტორიას იხსენებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“ამ 17 წლის განმავლობაში ჩვენ თავშესაფარს უამრავი, ადამიანისაგან გამეტებული, დაჭრილ-დასახჩრებული ძაღლი მიუღია.
ზოგი გადაგვირჩენია, ზოგიც – ვერ, მაგრამ დაძინებით (ევთანაზიით) მხოლოდ ერთხელ ,,მოვკალით,, ძაღლი.
ექვსი წელი გავიდა ამ ამბიდან, ვერ დავივიწყე, მოსვენებას არ მაძლევს. დროგამოშვებით კოშმარივით დამატყდება თავს გადარჩენისათვის მუდარით სავსე ძაღლის თვალები. საშინელი ხმით ჩამესმის – ,,არ მომკლა,, და ოფლში გაწურულს მეღვიძება.
ეს შემზარავი ამბავი 6 წლის უკან 2014 წლის 27 ნოემბერს ქალაქ რუსთავში მოხდა. ულამაზეს ქოფაკს ერთმა ნაძირალამ თოფი ესროლა, სრულიად უმიზეზოდ, ჩემს ქუჩაზე რატო ცხოვრობსო.
ქალბატონმა დარეკა და გვაცნობა, რუსთავში, შარტავას ძეგლის მიმდებარედ ძაღლია დაჭრილი და, იქნებ, უშველოთო.
ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და
აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება…
ამის შემდეგ კი მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს, აწ განსვენებულ ბატონ აკაკი რუაძეს.
სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა, რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი. როგორც ჩანს, პირდაპირ ყბაში ესროლა.
ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი ნულის ტოლია… უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს – დავაძინოთ…”
ექიმმა რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.
ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენ თვალწინ სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისაგან გაქცევა…
ჩვენ კი ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს… ჩვენივე მოდგმის უგულობასა და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს…
იმ წუთში არ მინდოდა ადამიანად ყოფნა…
ჩვენთვის არ არის ახალი ადამიანის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა. ჩვენს თავშესაფარში”, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი. 

FB კომენტარები

კომენტარი