საშინელი ავარიის შემდეგ 80 წლის მოხუცმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდა ( ფოტო)

176
SHARE

მოხუცი ცოლ-ქმარი საშინელ ავარიაში მოყვა. 80 წლის მამაკაცმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავარდა. რაღაც პერიოდის განმავლობაში, მოხუცები დამტვრეულ, ხეებს შორის გაჭედილ ავტომობილში იმყოფებოდნენ, სანამ მათ დასახმარებლად სამაშველო სამსახურები არ მოვიდნენ. შემთხვევა ინგლისში, სომერსეტში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამაშველო ბრიგადის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი ჰიდრავლიკური მოწყობილობების მეშვეობით ამოიყვანეს. გადარჩენილმა წყვილმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდა.
ახლა დაშავებული ცოლ-ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, მათ სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება.

FB კომენტარები

კომენტარი