საქართველო – ქვეყანა, რომელიც “ფეისბუქჯგუფის” გამო ყველას გონებაში ჩაიბეჭდა – რას წერს “ფორბსი”

130
SHARE

გამოცემა “ფორბსი” საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი მოგზაური ჟურნალისტი ბრიენა ვილსონია. სტატიაში ბრიენა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და პოპულარული კამპანიის – “გაატარე ზაფხული საქართველოშის” შესახებაც საუბრობს.
რამდენიმეკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ქართველები არა მხოლოდ რეალურ ცხოვრებაში, არამედ ინტერნეტშიც გაერთიანდნენ. შექმნეს “ფეისბუქჯგუფი”, სახელად “გაატარე შენი ზაფხული საქართველოში” და სწორედ ეს ჯგუფი გახდა რეგიონის საუკეთესო ტურისტული კამპანია”, – წერს სტატიის ავტორი.
მოგზაურობის მოყვარული ჟურნალისტი, რომელიც მოხიბლულია ჩვენი ქვეყნით, უცხოელ დამსვენებლებს იმ ადგილებსა თუ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სთავაზობს, რომლებიც საქართველოში აუცილებლად უნდა მოინახულონ. სტატიის ავტორს, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენია ქართული სამზარეულო და მის უნიკალურობაზეც საუბრობს.

FB კომენტარები

კომენტარი