”საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ”

100
SHARE

მსახიობ ხატია ბრაჭულის თქმით, საქართველოში ადრე მოჰყავთ ცოლები, მერე კაცები იჩენენ საყვარელს, შედეგად კი ოჯახები ინგრევა.

„საქართველოში პირველად გათხოვება უფრო ჭირს, ვიდრე მეორედ და მესამედ, თუნდაც შვილი გყავდეს. ფაქტია, რომ იქმნება ოჯახები, თხოვდებიან მეორედ, მესამედ და ბედნიერები არიან. ეს ყველაფერი არც ისე რთულია. გერლფრენდ-ბოიფრენდობა იმითაა კარგი, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს, უკეთ იცნობენ ერთმანეთს, თავდაპირველად არ აჩენენ შვილს, არ იჩენენ საყვარელს, ერთმანეთის ერთგულები არიან და წლების შემდეგ, როცა ხვდებიან, რომ ერთად კარგად გრძნობენ თავს, სიმბოლურად აკანონებენ ურთიერთობას, თორემ ცხოვრება ერთმანეთთან ისედაც დაკავშირებული აქვთ. საქართველოში ეს ყველაფერი პირიქითაა, ადრე მოჰყავთ ცოლები, მერე კაცები იჩენენ საყვარელს, რაც თითქოს აუცილებელი გახდა, ერთგულების შეგრძნება არ აქვთ, შედეგად კი ოჯახები ინგრევა. ძალიან სასაცილოები ვართ ქართველები, თითქოს გვინდა, ევროპას მივბაძოთ, მაგრამ ამას ნორმალურად ვერ ვაკეთებთ, ჩვენსასაც ვერ ვინარჩუნებთ და შუაში ვართ გაჭედილები“, – განაცხადა ბრაჭულმა.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი