საქართველოში მამაკაცების რიცხვი, რომლებიც თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს ქალების რიცხვზე ბევრად მეტია – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა

65
SHARE

მსოფლიოში ყოველ 40 წამში თვითმკვლელობა ხდება – ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 800 ათასამდე ადამიანი იკლავს თავს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2016 წლის მონაცემები, რომელიც სუიციდის პრევენციის დღემდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები არ ეხება სუიციდის მცდელობებს, არამედ უკვე შესრულებულ თვითმკვლელობას.

შესაბამისი ანგარიში ორგანიზაციამ თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. ეს დღე 10 სექტემბერს აღინიშნება.

თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რაოდენობით გამოირჩა რუსეთი და აფრიკული ქვეყანნები გაიანა და ლესოთო. თავს ყველაზე ხშირად 45 წელს გადაცილებული ადამიანები იკლავენ.

ახალგაზრდებს შორის 15-დან 30 წლამდე სუიციდი სიხშირით მეორეა.

აღსანიშნავია, რომ წინა შედეგებთან შედარებით მსოფლიოში სუიციდების რაოდენობა ნელა, მაგრამ იკლებს. ყველაზე სწრაფად ეს ევროპაში ხდება, სადაც 2000 წლიდან ერთ სულ მოსახლეზე სუიციდის რიცხვი 4-ჯერ შემცირდა.

საქართველოში მამაკაცებს შორის 100 000 მოსახლეზე თვითმკვლელობის კოეფიციენტი 12.3-ია, რაც მსოფლიო მასშტაბით საშუალო ციფრია, ხოლო ქალების მაჩვენებელი 1,9 არის, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი რაოდენობის კატეგორიაში გადის.

FB კომენტარები

კომენტარი