საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტი იგეგმება

89
SHARE

საქართველოში  შესაძლოა, ბრიტანელი  მომღერალი, ელტონ ჯონი ჩამოვიდეს.
დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის განვითარების ფარგლებში პრეზენტაცია გამართა,  სადაც ერთ-ერთ სლაიდში ელტონ ჯონის ფოტოც იყო განთავსებული. სლაიდის სახელწოდებაა „ქვეყნის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა“.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ზაფხულში მოსალოდნელია ბევრი საინტერესო ღონისძიება. არ არის გამორიცხული, დიმიტრი ქუმსიშვილი ბრიტანელი მუსიკოსის ჩამოსვლას გულისხმობდეს.
ამასთან, ელტონ ჯონის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,  მომღერალს მაისში ორი კონცერტი აქვს დაგეგმილი რუსეთში და საქართველოში, სავარაუდოდ, ამ კონცერტების შემდეგ ჩამოვა.

წყარო:http://2030.news

FB კომენტარები

კომენტარი