საქართველოში ბოლივუდური ფილმი გადაიღეს, სადაც ჩაკრაფორდი უმცროსი მონაწილეობს

180
SHARE

ინრენეტ სივრცეში საქართველოში გადაღებული ბოლივუდური ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოჩნდა. თავად პრემიერა კი ინდოეთში 15 მაისისთვის არის დაგეგმილი.„იშქედერიანი“ ერთერთია იმ ხუთი სურათიდან, რომლის გადასაღები მოედნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყო გაშლილი. პირველი ბოლივუდური ფილმი, რომელიც მთლიანად საქართველოში გადაიღეს, ინტერნეტში ოფიციალურ ტრეილერს ავრცელებს. „იშქედარიანი“ ანუ, – ურთიერთობა, როცა შეყვარებული ხარ, მოქმედება თბილისის უბნებში და რომანტიკულ გადასაღებ მოედნებზე, ყვარლის ტბისა და ალაზნის ველის ხედებზე ვითარდება. „იშქედარიანის“ პროდიუსერი ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცობი ჯიმის შემსრულებელია ფილმიდან, დისკოს მოცეკვავე მთავარ როლს კი, ამ ფილმში მისი ვაჟი მაქააში ჩაკრაფორდი ასრულებს. სურათს ბოლივუდურ კომპანიასთან ერთად ერთად „მეტრო სტუდიო“ წარმოადგენს. ფილმის ბიუჯეტის 40 პროცენტი საქართველოში დაიხარჯა, რამაც 400 ათას დოლარამდე მიაღწია. . ბოლივუდი მზად არის საქართველოში წელიწადში 10- 20 ფილმი გადაიღოს. „იშქედარიანის“ ჯგუფი საქართველოში გადაღებული ინდური სურათების, პირველ ხუთეულში აღმოჩნდა. ფილმის პრემიერა კი, ინდოეთში 15 მაისს გაიმართება.

FB კომენტარები

კომენტარი