საქართველოს ყველაზე ჭკვიანი მოსწავლე, რომელმაც სკოლის 8 საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო

189
SHARE

8 საგანში უმაღლესი 10 ქულიანი შეფასება და ყველაზე ჭკვიანი სკოლადამთავრებულის სტატუსი – ნიკა ბეჭვაია საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბავშვია.
“სკოლაში შესვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ღამეები არასდროს გამითენებია, თუმცა წიგნებს საკმარის დროს ვუთმობდი” – აღნიშნავს ნიკა AMBEBI.GE-თან საუბრისას.
ნიკა რუსთავში მშობლებთან, ბებიასთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე საკუთარ წარმატებაში სკოლის დიდ წვლის ხედავს.
“მნიშვნელოვანია, რას იღებ სკოლიდან. მე ამ მხრივ გამიმართლა. ინფორმაციის დიდ ნაწილს მასწავლებლები მაძლევდნენ”, – გვეუბნება ნიკა.
თავისუფალ დროს კითხვას უთმობს. გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” და კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენა” საყვარელი წიგნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.
უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი. სკოლაში უპირატესობას მათემატიკას ანიჭებდა. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია მიზნის დასახვა და მის მისაღწევად დიდი შრომის გაწევა.
რამდენიმე კვირის წინ მთავარ მიზანს მიაღწია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტი გახდა, თანაც ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტით!
“ვეცდები გამოვიდე წარმატებული ბიზნესმენი ან ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი. თუ სურვილი გაქვს, მიუღწეველი არაფერია”, – გვეუბნება ნიკა.

წყარო:http://www.ambebi.ge

Comments

comments