საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემიამ და WWF-მ დედამიწის დღე აღნიშნეს

100
SHARE



22 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემიამ და WWF-მ ერთად აღნიშნეს დედამიწის დღე.
ყოველწლიურად, 22 აპრილს, მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს.
წელს აქცენტი ჯანსაღი ცხოვრების წესსა და გარემოზე ზრუნვას შორის კავშირზე გაკეთდა. ამ მიზნით WWF -ის წარმომადგენლები ცნობილ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ესტუმრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა აკადემიას (მის: აღმაშენებლის ხეივანი,მეცამეტე კილომეტრი, სფფ-ის ტექნიკური ცენტრი “ბასა”). ღონისძიებას დაესწრნენ: ვეტერანი ფეხბურთელი აჩი არველაძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ლორია.
შეხვედრისას სტუმრებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მის კავშირზე ჯანსაღი ცხოვრების სტილთან. ბავშვებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ბურთები ავტოგრაფით.
ღონისძიების მიზანია ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი დაცვითი ორგანიზაციაა ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერითა და გლობალური ქსელით 100-ზე მეტ ქვეყანაში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მისიაა, შეაჩეროს დედამიწის ბუნებრივი გარემოს გადაგვარება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ, რასაც ის მიაღწევს სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვით, ადამიანების დარწმუნებით, რომ განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენება მდგრადობას განაპირობებს და გარემოს დაბინძურებისა და არაეკონომიური მოხმარების შემცირებისთვის ხელშეწყობის გზით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ანა ცინცაძე, WWF კავკასია, atsintsadze@wwfcaucasus.org, 577 271101 http://earth.panda.org
WWF – We only have one earth
earth.panda.org

FB კომენტარები

კომენტარი