საქართველოს მოქალაქემ iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 19 999 ლარად იყიდა

586
SHARE

საქართველოში ახალი iPhone X-ის ექსკლუზიური მოდელი 19 999 ლარად გაიყიდა.
როგორც ერთ-ერთ მაღაზიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ექსკლუზიური მოდელი გუშინ მიიღეს და გუშინვე გაიყიდა. ამასთან, მათი ცნობით, საიუბილეო iPhone X საქართველოს მოქალაქემ შეიძინა, თუმცა მის ვინაობას მაღაზიაში არ ახმაურებენ.
მასობრივად, iPhone X-ის გაყიდვები საქართველოში 5 ნოემბრიდან დაიწყება და გაცილებით ნაკლები ეღირება.
რაც შეეხება ფასებს, აშშ-ში iPhone 8 699 დოლარი ეღირება, iPhone 8+ – 799 დოლარი, ხოლო iPhone X- 999 დოლარი.

წყარო:https://bpn.ge

FB კომენტარები

კომენტარი