საქართველოს ბოლივუდის მსახიობი მისტერ რათხოდი ეწვია

449
SHARE

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის – “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“, შემოქმედებითმა ჯგუფმა ქართველ მაყურებელს სიურპრიზი მოუწყო და ინდური სერიალის “ორი ბედის” ვარსკვლავი, მისტერ რათხოდი (გაურავ ჩოპრა) საქართველოში ჩამოიყვანა.
როგორც გადაცემის ავტორმა და წამყვანმა გია ჯაჯანიძემ „კვირა +“-სთან საუბრისას განაცხადა მსახიობი ქართული კულტურით ძალიან დაინტერესებულია და სურს ქვეყანას უფრო ახლოს გაეცნოს.
გადაცემის ჯგუფი დღეს მსახიობთან ერთად ქალაქ თელავს ეწვევა. მსახიობი ქართველს ფანებს ქალაქის ცენტრში, ერეკლე მეორეს ძეგლთან, 13:00-14:00 საათამდე შეხვდება. როგორც ჯაჯანიძემ განმარტა, კახეთის შემდეგ მომდევნო ვიზიტი უკვე იმერეთში, ქალაქ ქუთაისშია დაგეგმილი. გადაცემის ჯგუფთან ერთად ბოლივუდის ვარსკვლავმა გუშინ ქართულ რესტორანშიც ივახშმა და ტრადიციული ქართული სამზარეულოც დააგემოვნა. გია ჯაჯანიძის თქმით, გადაცემა, რომელშიც უცხოელი მსახიობის საქართველოში მოგზაურობა აისახება, 25 თებერვალს ჩაიწერება, ეთერში კი 3 მარტს გავა.

12769590_1137561326288710_178890677_n 12767304_1137561336288709_488555620_n

FB კომენტარები

კომენტარი