“საქართველომ სწრაფად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე” – კარანტინში მყოფი მოქალაქე

116
SHARE
Health workers check the body temperature of an Indian national coming from Bangladesh, following an announcement about the closure of the India-Bangladesh border as a preventive measure against the spread of the COVID-19 coronavirus, at Fulbari Border checkpoint, some 16 kms from Siliguri on March 13, 2020. (Photo by DIPTENDU DUTTA / AFP) (Photo by DIPTENDU DUTTA/AFP via Getty Images)

უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე, ანუკი ბიწაძე, რომელიც კარანტინში იმყოფება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის:

„კარანტინი;

უუდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას!

მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე, რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის, რომ საერთოდ არავის შევუმოწმებივართ;

თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;

ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;

რა თქმა უნდა, 100%-ით მზად ვიყავით ამისთვის;

სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;

თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;

არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები (ცხელი, ცივი, ხილი, სასმელი), სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;

გვიმოწმებენ ტემპერატურას;

სავარაუდოდ, დაგვაკვირდებიან რამდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება, გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;

ჩემი აზრით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე…“ – წერს ანუკი ბიწაძე.

FB კომენტარები

კომენტარი