საფრანგეთში ქალაქის მერმა ძაღლებს ყეფა აუკრძალა

43
SHARE

 

საფრანგეთის ქალაქ ფექიერის მერმა ადგილობრივ ძაღლებს ხმამაღლა ყეფა აუკრძალა. ხმადაბლა წკმუტუნი, ერთი-ორჯერ, შეიძლება, მაგრამ ისე, რომ მეზობლები არ გაღიზიანდნენ. მომდევნო კვირის ორშაბათიდან, კანონდამრღვევების მეპატრონეებს 68 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ. ქალაქ ფექიერის მერის, ჟან-პიერ ესტიენის მტკიცებით, ეს აკრძალვა საჭიროა, ვინაიდან ზოგი ძაღლი ქალაქში 24 საათის განმავლობაში ყეფს და მეზობლებს ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. ცხოველთა დამცველებმა აღშფოთება უკვე გამოხატეს, მაგრამ მერი მაინც ამტკიცებს, რომ ძაღლებთან არანაირი პირადული წყენა აკავშირებს.

FB კომენტარები

კომენტარი