საფრანგეთის ქალაქ სეტის ქუჩებში ათასობით ლიტრი ღვინო დაიღვარა (ფოტოკოლაჟი)

62
SHARE

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სეტში უცნობმა პირებმა ათასობით ლიტრი ღვინო ქუჩაში დაღვარეს. მათ ღვინით სავსე კასრები ქუჩაში დადგეს და შემდეგ ღვინო გადააქციეს. ამის გამო ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა მთლიანად ღვინით დაიფარა. ღვინომ სარდაფებში და მიწისქვეშა ავტოსადგომშიც შეაღწია. პრობლემის მოსაგვარებლად სამაშველო სამსახურების გამოძახება გახდა აუცილებელი.
ტელეკომპანია France 3-ის ინფორმაციით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა მევენახეობის რეგიონულმა კომიტეტმა აიღო, რომელმაც ამ აქციით ესპანეთისგან დაბალ ფასად ღვინის შეძენა გააპროტესტა.

Comments

comments