“საფლავზე მივდივარ, ჩემს ცოლთან“– რა მოხდა „ყვითელ ავტობუსში“

532
SHARE

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი, რვა მარტთან დაკავშირებით, ემოციურ პოსტს აქვეყნებს და „ყვითელ ავტობუსში“ მოხუცთან დიალოგს იხსენებს, რომელსაც გარდაცვლილი ცოლის საფლავზე ყვავილები მიჰქონდა.
“დღეს, ავტობუსში ბაბუ ამოვიდა, კოხტად ჩაცმული, მშვიდი სახითა და სევდიანი თვალებით. ხელში ყვავილები ეჭირა. გამეღიმა, დავინტერესდი, ვისთვის მიჰქონდა ყვავილები. პასუხის მოსმენისას ცოტათი შევკრთი: „საფლავზე მივდივარ, ჩემს ცოლთან, ყვავილები უნდა ვაჩუქო. დღეს ხომ რვა მარტია“, – მიპასუხა მოხუცმა. შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა და ყვავილებით ხელში, ნელი ნაბიჯებით გზას გაუდგა”, – წერს ფეისბუქმომხმარებელი.

Comments

comments