საფეხბურთო კლუბმა, შემთხვევით, სხვა ფეხბურთელი შეიძინა

59
SHARE

თურქულმა საფეხბურთო კლუბმა “მენემემსფორმა” გამბიელი ფორვარდის, ალფი ჯალოუს შეძენის შესახებ გამოაცხადა. ჯალოუ პორტუგალიის მესამელიგელ ალკოშეტენსეში თამაშობდა და მალევე დათანხმდა თურქულ ვარიანტს. კონტრაქტს ხელი მოეწერა.
თუმცა მეორე დღეს მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ “მენემემსფორის” ხელმძღვანლებს ფეხბურთელი აერიათ. სხვა უნდა შეეძინათ… ისიც გვარად ჯალოუა. ეგაა, ლამინა ჰქვია და პორტუგალიის ქვედა ლიგაში კი არა, იტალიის სერია ბ–ის სალერნიტანაში თამაშობს. გამბიის ნაკრებშიც იწვევენ.
ალფი ჯალოუც კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდა და საქმე ასე დასრულდა.

FB კომენტარები

კომენტარი