საუკეთესო უიქენდი www.foodpanda.ge-ზე – კომპანია “ICR”-ის რესტორნებიდან უფასო მიტანის სერვისს გთავაზობთ

52
SHARE

„ფუდპანდა“ მომხმარებელს მარტივ, უსაფრთხო და უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს და ყოველდღიურად ზრუნავს, რათა მომსახურება კიდევ უფრო სახალისო გახადოს. კომპანია მუდამ მუშაობს სერვისის გაფართოებაზე და ახალი რესტორნების დამატებაზე, და ამჯერად მომხმარებლებისთვის მან სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადა.

მოიწყეთ საუკეთესო  უიქენდი  www.foodpanda.ge -ზე.  ფუდპანდასა და  კომპანია “ICR”-თან თანამშრომლობა უკვე შედგა. ამჯერად, „ფუდპანდა“ მათ ქსელში არსებული  სამი რესტორნიდან: პიცერია და  სტეიკჰაუსი „პომოდორისიმო“, ახალი ქართული რესტორანი „ტაბლა“ და ფრანგული კაფე-რესტორანი „კაფე ლა ფრანსი“ 27 და 28 ივნისს , მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს! შეუკვეთეთ მოახლოებულ უქმეებზე  ფუდპანდას აპლიკაციით ან ვებგვერდით www.foodpanda.ge  კერძები მოცემული რესტორნებიდან, და ისარგებლეთ სრულიად უფასო მიტანის სერვისით.

სამივე რესტორანი ექსკლუზიურად ფუდპანდასთან ითანამშრომლებს და მომხმარებელს ონლაინ-შეკვეთების განხროციელება და ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ფუდპანდას მეშვეობით შეეძლება.

საერთაშორისო კორპორაცია “ICR” საქართველოს ბაზარზე 1993 წლიდან მოღვაწეობს და წარმოადგენს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ევროპულ ბრენდებს, რომელთა შორისაა კვების ობიექტები „კაფე ლა ფრანსი“, „პომოდორისიმო“ და “ტაბლა”.

foodpanda  მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლის გამოყენებით, როგორიცაა მობილური აპლიკაცია, საკვების შეკვეთას ბევრად უფრო მარტივსა და  სახალისოს ხდის, რაც მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს განაპირობებს. გამარტივებული ფორმით 120-ზე მეტი კვების ობიექტიდან კერძების შეკვეთა და ადგილზე მიტანა თბილისის, ბათუმის,  ქუთაისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით საიტის გარდა ( www.foodpanda.ge ) მობილური აპლიკაციის (iOS, Android, Windows Mobile) საშუალებითაც   შეგიძლიათ.   foodpanda, ონლაინ საკვების შეკვეთის სერვისი, რომელიც მსოფლიოს  45-ზე მეტ ქვეყანაშია. გერმანულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2014 წლის მარტში დაიწყო. „ფუდპანდას“ სათავო ოფისი ბერლინში მდებარეობს, საიდანაც ყველა ქვეყნის საქმიანობის კოორდინირება ხორციელდება. www.foodpanda.ge

 

R

FB კომენტარები

კომენტარი