საუკეთესო საპატარძლო კაბების შემქმნელმა, ელი სააბმა შვილი დააქორწინა – როგორი კაბები შეუკერა დიზაინერმა რძალს (ფოტოები)

74
SHARE

მსოფლიოში სახელგანთქმულმა დიზაინერმა, ელი სააბმა ვაჟიშვილი დააქორწინა და გრანდიოზული, სამდღიანი ქორწილი გადაუხადა. ცერემონია ლიბანში გაიმართა. 55 წლის დიზაინერმა, რომლის საღამოს კაბებსაც ჯენიფერ ლოპესი, ანჯელინა ჯოლი, ქენდალ ჯენერი და სხვა ცნობილი სახეები ირგებენ, ხოლო მის მიერ შექმნილი საპატარძლო კაბები, ალბათ, სამყაროს ყველა გოგონასთვის ყველაზე საოცნებოა, 18 წლის ვაჟს გამორჩეული და გრანდიოზული ქორწილი აჩუქა. ელი სააბის რძალი კრისტინა მურადი გახდა. რასაკვირველია, მთავარი ინტერესის საგანი იყო, როგორი კაბით წარდგებოდა პატარძალი საზოგადოების წინაშე. პატარძალს ორი განსხვავებული კაბა ჰქონდა – ერთი ოქროსფერი და მბრწყინავი, ხოლო მეორე – ნაქარგებით შესრულებული, გრძელი შლეიფით. კაბები, ცხადია, თავად ელი სააბმა შეკერა.

FB კომენტარები

კომენტარი