საუკეთესო მცენარეები ბავშვის ოთახისთვის (ფოტოკოლაჟი)

932
SHARE

ქოთნის ყვავილების მოშენება ბევრს უყვარს და სახლის ინტერიერსაც ძალიან უხდება. ოთახის მცენარეები ჰაერს აჯანსაღებენ და ბევრი დადებითი თვისება აქვთ. თუმცა ამასაც ცოდნა უნდა, არის მცენარეები, რომლებიც, მაგალითად ბავშვის ოთახში ნაკლებად სასურველია – ზოგიერთი მათგანი ალერგიულია, სხვას ეკლები აქვს და საშიშია . ამჯერად გთავაზობთ იმ მცენარეებს, რომლებიც ყველაზე დადებითი ეფექტის მომტანია, თუ მათ ბავშვის ოთახში დადგამთ და თუ პატარას მათ მორწყვასა და მიხედვასაც დაავალებთ, ეს მზრუნველობასა და პასუხისმგებლობის გრძნობასაც განუვითარებს.
მაშ ასე, ყველაზე სასარგებლო მცენარეები ბავშვის ოთახისთვის:
ყველაზე ფიტონციდური მცენარეები, რომლებიც უფროსზეც და ბავშვზეც დადებით გავლენას ახდენენ, ჰიპოალერგიულები არიან და ჰაერს აჯანსაღებენ – ბეგონია, ლიმონი, მირტი, ჰიბისკუსი (ჩინური ვარდი), ფუქსია, კალანჰოე, ქლოროფიტუმი, ტრადესკანცია;

mshoblebi
ციკლამენი – ეს მცენარე, თავისი სასიამოვნო სურნელით, განსაკუთრებულ გავლენას თავის ტვინზე ახდენს, იმ უბნებზე, რომლებიც შემოქმედებით უნარებზეა პასუხისმგებელი.

mshoblebi
ჰიბისკუსი (ჩინური ვარდი) – კარგია აზროვნებისთვის და შემოქმედებით განწყობას ქმნის.

mshoblebi
ნეფროლეპისი (გვიმრის სახეობა) – იცავს ბავშვს სტრესისგან და ზედმეტი ინფორმაციისგან. კარგია სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ბევრს სწავლობენ და უცხო ენებს ითვისებენ. ხელს უწყობს კონცენტრირების უნარს.

mshoblebi
ადიანტუმი (თმის ვენერინი) – აუმჯობესებს ბავშვის ძილის ხარისხს, ამიტომ კარგია, თუ მას საწოლთან ახლოს დაუდგამთ.

mshoblebi
მელისა – ხსნის დაძაბულობას, ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ძილს.

mshoblebi
როზმარინი – საუკეთესოა მათთვის, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქული ასთმა აწუხებს.

წყარო: www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი