საუდის პრინცი სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს – უფლისწულს ორალური სექსი 300,000 დოლარი დაუჯდა (ფოტოკოლაჟი+ვიდეო)

188
SHARE

28 წლის საუდის პრინცი მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, პრინცი იძულებითი ორალური სექსის მცდელობის ბრალდებით აიყვანეს.

მან ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი მასთან იძულების წესით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა.

ადგილობრივი მცხოვრების, ტენისონ კოლინსის განცხადებით, ბევერლი-გლენში მდებარე ფეშენებელური ვილას ტერიტორიაზე მათ დასისხლიანებული ქალი შენიშნეს, რომელიც ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა და ტერიტორიიდან გაცლას, გალავანზე გადაძვრობით ცდილობდა. მოგვიანებით ადგილზე მისულმა პოლიციამ, 37 მილიონ დოლარად შეფასებული ფეშენებელურ ბინაში, რომელიც 22,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, 20-მდე მამაკაცი აიყვანა, მათ შორის იყო საუდის პრინციც. პოლიციამ ის 23 სექტემბერს, ბევერლი-ჰილზის სიახლოვეს მდებარე, პრესტიჟულ უბან ბევერლი-გლენში აიყვანა.

მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდი მომხდარიდან მეორე დღეს, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პრინცს თავისულება 300 ათასი დოლარი დაუჯდა. საქმეზე სასამართლო პროცესი 19 ოქტომბერს იგეგმება. პრინცს ბრალს თავისუფლების უკანონო აღკვეთაშიც წაუყენებენ.

 მომხდარის გახმაურების შემდეგ, პრინცი მორიგ ძალადობებშიც ამხილეს. იძულებით სექსუალურ კავშირში ის კიდევ ოთხმა ქალმა დაადანაშაულა. მაჯედ აბდულაზიზ ალ-საუდის ამერიკაში მძიმე სასჯელი ელის, თუმცა მისი მეზობლების განცხადებით, საუდის პრინცი კერძო თვითმფრინავით ქვეყნიდან უკვე გაიქცა და ამერიკაში აღარ დაბრუნდება.

ადგილობრივმა პოლიციამ განმარტა, რომ საუდის პრინცზე დიპლომატიური ხელშეუხებლობის იმუნიტეტი არ ვრცელდება. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახის ზოგიერთ წევრს იმუნიტეტი იცავს, თუმცა ეს დამოკიდებულია მათ სტატუსზე, ან ამერიკის ტერიტორიაზე ჩადენილი ბრალის სიმძიმეზეც.

საუდის არაბეთის საელჩოს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

 

0

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

FB კომენტარები

კომენტარი