საუდის არაბეთში ჰომოსექსუალური კონტაქტის ბრალდებით ცხენს სიკვდილით დასჯიან

259
SHARE

საუდის არაბეთის პრინცის ცხენს, რომლის ღირებულებაც 12 მილიონ დოლარს შეადგენს, სიკვდილით დასჯიან. ცხენს ბრალს არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტში დებენ, რის გამოც მას პარასკევს ევთანაზია ემუქრება, სასიკვდილო განაჩენს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი საჯაროდ, ტელეკამერების წინ მოაწერეს.
ცხენი თავისი წარმატებებით ცნობილია მსოფლიოში. მან საუდის არაბეთის ჩემპიონატში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მონაწილეობდა კატარის არაბული ცხენების გამოფენაში.
ცხენს სხვა ცხენთან გაუკუღმართებული კონტაქტის დროს ორჯერ წაასწრეს. მას შემდეგ კი, რაც ამის შესახებ საქმის კურსში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩააყენეს, ის დაუყოვნებლივ იზოლირებულ საბძელში გადაიყვანეს.
„ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა, რომლის შესახებაც მეცნიერებამ ძალიან ცოტა რამ იცის. ჩვენ ყველა საშუალებით უნდა დავიცვათ ჩვენი სამეფო ამ ინფექციისგან, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ამისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ცხოველებიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს მიწაზე სისუფთავე დავიცვათ“, – განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა შეიხ ალ აბდულრახმან ალსანადმა.

arabie-saoud

FB კომენტარები

კომენტარი