საუდის არაბეთში ქალების ავტომობილების პირველი გამოფენა იმართება

103
SHARE

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, ქალებისთვის განკუთვნილი ავტომობილების პირველი გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენას „Pinkish“ ანუ ვარდისფერი ჰქვია და ის სამ დღეს გასტანს. ავტომობილების დათვალიერების გარდა, ქალებს ეძლევათ საშუალება, ავტოდილერებს და სადაზღვეო კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ და სპეციალური შემოთავაზებებიც მიიღონ. სამეფოში ქალებისთვის ავტომობილის მართვაზე აკრძალვა 24 ივნისს მოიხსნება. ამ დღიდან მათ, ოფიციალურად ექნებათ უფლება, ავტომანქანები მართონ. ერ-რიადში ელიან, რომ ამ მნიშვნელოვან გამოფენას 80 ათასი სტუმარი ეწვევა.

Comments

comments