საუდის არაბეთი Whatsapp-ს “ემოჯების” ჩადრით “შემოსვას ” აიძულებს

74
SHARE

Whatsapp-ს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა ულტრა კონსერვატიულ საუდის არაბეთში აპლიკაციის მიმართ პრეტენზია აქვთ.
საუდის არაბეთის დიდმა მუფტამ გადაწყვიტა, რომ აპლიკაციის “ემოჯები” ისლამის მკაცრ წესებს არღვევენ და კომპანიამ ისინი აუცილებლად უნდა “შემოსოს” ტრადიციული ისლამური სამოსით.
“ნათელი არ არის ეს “ემოჯები” კაცები არიან თუ უბრალოდ მელოტი ქალები. უსაფრთხოებისათვის აუცილებელია, რომ შემოსილი იყოს” , – განაცხადა დიდი მუფტის სპიკერმა.
კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის განცხადებით, ემოჯები ისეა შექმნილი, რომ არცერთი რელიგიური მრწამსი არ შეურაცხყოს. თუმცა დიდი მუფტა კვლავ იმ აზრზეა, რომ აუცილებელია “ემოჯების” შეცვლა და ამავდროულად სხვა სოციალურ ქსელებსაც მოუწოდებს შეცვალონ “ემოჯები”.

FB კომენტარები

კომენტარი