სასტიკი შურისძიება ყოფილ ცოლზე – ვიდეო

124
SHARE

Ebay-ზე არაერთი უცნაური აუქციონი გვინახავს, მაგრამ ასეთი ჯერ არ შეგვხვედრია! ერთ-ერთი მომხმარებელი Ebay-ზე 1996 წელს გამოშვებულ Opel Corsa-ს ყიდის – ოღონდ არა მთლიანად, არამედ ნახევარ მანქანას!
იხილეთ ვიდეო

Ebay-ზე არაერთი უცნაური აუქციონი გვინახავს, მაგრამ ასეთი ჯერ არ შეგვხვედრია! ერთი კაცი Ebay-ზე 1996 წელს გამოშვებულ Opel Corsa-ს ყიდის – ოღონდ არა მთლიანად, არამედ ნახევარ მანქანას! მან ავტომობილი ზუსტად შუაზე გააჭრევინა და წინა ნაწილს (ძრავით და ყველაფრით, რაც მანქანას წინა ნახევარში აქვს) ყიდის.

განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი კვირა გავიდა და, ცხადია, მისთვის ბევრი არაფერი შეუთავაზებიათ – ამ დროისთვის შეთავაზება რამდენიმე ევროა. მაგრამ ამაზე საინტერესო ის ფაქტია, რაც ამ ამბის უკან იმალება – ამ კაცს ასეთი ნაბიჯი ყოფილ ცოლზე შურუსძიების სურვილმა გადაადგმევინა!

როგორც ხდება ხოლმე, განქორწინების შემდეგ, ქალმა ქონების ნახევარი მოითხოვა და როგორც ხედავთ, ქმარმა მისთვის ამ სურვილის პირდაპირი მნიშვნელობით ასრულება გადაწყვიტა! დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო: მან შუაზე გაჭრა ავტომობილი, ლეპტოპი, ტელევიზორი, სკამები, საწოლი და, ასე განსაჯეთ, არც ყოფილი ცოლის დათუნია დაინდო. თანაც, ამ კაცმა მთელი პროცესი გადაიღო, ვიდეო Youtube-ზე გამოაქვეყნა და ასეთი ტექსტი მიაწერა: ”მადლობა 12 ”ლამაზი” წლისთვის, ლაურა! შენ ქონების ნახევარი ნამდვილად დაიმსახურე! გულითადი მოკითხვა ჩემს შემცვლელს.”

წყარო: http://www.autobild.ge

FB კომენტარები

კომენტარი