სასამართლომ ქათამს ღამით კაკანი აუკრძალა

47
SHARE

​ციურიხის მკვიდრებმა უჩივლეს მეზობელს, რომელიც საკუთარ ეზოში, ავტოფარეხში ქათმების გალიებს აშენებდა – ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Zurcher Zeitung-ი წერს. როგორც ირკვევა, მოსარჩელე უკმაყოფილო იყო ხმაურით, რომელსაც ქათმები იწვევდნენ, განსაკუთრებით – ღამის საათებში. მან სასამართლოში ზუსტად დაასახელა, რომ ქათმები საათში 14-44-ჯერ კაკანებდნენ და მათი ხმის გავრცელების დიაპაზონი 15 მეტრს შეადგენდა. სასამართლოსთვის მოსარჩელის “მტკიცებულებები” მისაღები აღმოჩნდა და სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლემ ქათმების მეპატრონეს დაავალა, რომ “უზრუნველყოს სიჩუმე” 10 საათიდან 8 საათის ჩათვლით სამუშაო დღეებში და 10 საათიდან 9 საათამდე – კვირა დღეს.

FB კომენტარები

კომენტარი