სარკაზმის და ირონიის მეფის ციტატები

3313
SHARE

ლომს და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს.

სიმდიდრე სიღარიბეს ჯობია, მაგრამ მხოლოდ ფინანსების მხრივ.

სიყვარულსა და სექსს შორის დიდი განსხვავებაა: სექსი ხსნის დაძაბულობას, სიყვარული პირიქით.

ადამიანებს მეტი იუმორის გრძნობა რომ ჰქონდეთ , ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით.

Maka1-850x468

ეს არის შესანიშნავი ოქროს საათი ჯაჭვზე. მე მისით ვამაყობ. იგი ბაბუამ მომყიდა მაშინ, როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა.

ღმერთს რომ ჩემთვის სულ მცირე ნიშანი მაინც მოეცა! მაგალითად გაეხსნა ანგარიში შვეიცარიის ბანკში.

ჩემი ცოლს არ სურს გაიზარდოს. მე ვიღებ აბაზანას, ის კი ძირავს ჩემს გემებს.

Maka2-850x468

მძულს რეალობა. რეალობა კი, ჩემდა სამწუხაროდ ერთადერთი ადგილია, სადაც სადილად თბილი სტეიკის პორციის მირთმევა შეიძლება.

თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ 100 წელს, თუ უარს იტყვით იმაზე, რატომაც სურთ ადამიანებს 100 წლამდე ცხოვრება.

ლოს-ანჯელესში ნაგავს არ ყრიან. მას გადაამუშავებენ სატელევიზიო შოუებად.

Maka5-850x468

თუ გინდა რომ იყო ბედნიერი, ტანჯვა უნდა შეიყვარო.

იცით, რეალურად მე მხოლოდ ორი როლის თამაში შემიძლია – მე ძალიან შეზღუდული მსახიობი ვარ. მე ვთამაშობ ან ინტელექტუალს ან ნაბიჭვარს.

ადამიანები იყოფა კარგებად და ცუდებად. კარგებს სძინავთ უკეთესად, სამაგიეროდ ცუდები იღებენ ბევრ სიამოვნებას ძილისგან თავისუფალ საათებში.

Maka-4-850x468

მსახიობები ჩემთან მუშაობენ მაშინ როდესაც მათ შესვენება აქვთ სახარბიელო პროექტებს შორის. თუ მე ვურეკავ მსახიობს და ამ დროს მათ ურეკავენ სტივენ სპილბერგი ან მარტინ სკორსეზე, ის არც კი იფიქრებს ჩემთან წამოსვლაზე. მაგრამ როდესაც ის მორჩება სამუშაოს ფილმზე, მიიღებს თავის 10 მილიონ დოლარს და ვიცი რომ აგვისტოში მას საქმე არ ექნება, მაშინ მე მას ივნისში დავურეკავ.

მე მთვლიან ინტელექტუალად, იმიტომ რომ მე ვატარებ სათვალეს და მხატვრად, იმიტომ რომ ჩემს ფილმებს შემოსავალი არ მოაქვს. პირველიც და მეორეც არ არის სიმართლე.

Maka3-850x468

სიბერე არ არის ზრდასრულობის ნიშანი.

მე თვითონ ჰეტეროსექსული ვარ, მაგრამ ბისექსულურობა ორმაგად ზრდის შანსებს გაიცნო ვინმე შაბათ საღამოს.

მე ებრაული ტრადიციებით გამზარდეს, რომლებიც კრძალავს არაებრაელ ქალზე დაქორწინებას, შაბათს საღამოს გაპარსვას და განსაკუთრებით შაბათ საღამოს არაებრაელი ქალის გაპარსვას.

FB კომენტარები

კომენტარი