სარატოვის ოლქში ექიმებს დაავალეს, რომ არაქალიშვილი მოსწავლე გოგონების შესახებ პოლიციას აცნობონ

603
SHARE

რუსეთის სარატოვის ოლქის ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს დაავალა, რომ არაქალიშვილი მოსწავლე გოგონების შესახებ პოლიციას აცნობონ. ამის შესახებ გამოცემა „მედუზა“ იუწყება.
ოლქის ჯანდაცვის მინისტრმა ვლადიმერ შუვალოვმა სპეციალური ბრძანებულება გამოსცა და 16 წლამდე ახალგაზრდა არაქალიშვილი გოგონების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.
ექიმებმა პოლიციას არასრულწლოვანთა ორსულობის, ასევე სქესობრივი კავშირის გზით გადამდები დაავადებების აღმოჩენის შესახებაც უნდა აცნობონ.
ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არასრულწლოვანთა წინააღმდეგ სქესობრივი ძალადობის ფაქტების დროული გამოვლენის მიზნით არის მიღებული.

Comments

comments