საპრეზიდენტო კანდიდატის კრეატიული დაპირება-“გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები“ და სოცქსელის ხუმრობა
საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი ასათიანი სოციალურ ქსელში წინასაარჩევნოდ ძალიან განსხვავებულ დაპირებას იძლევა.
„ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები. ქალი უბიწოდ უნდა ჩაბარდეს მომავალ მეუღლეს“, – წერს გიორგი ასათიანი და დასძენს რომ ამის გამო ჰოლანდიიდან სპეციალისტების ჩამოყვანა მოხდება.
აღნიშნულმა განცხადებამ ვებმომხმარებლების დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:
„ყოველდღე ახალი მოწმობა დასჭირდება. 😄ნეტა ვადა რამდენხნიანი ექნება?“
„მოწმობების მიღებიდან მეუღლესთვის ჩაბარებამდე ვინ იზრუნებს?!“
„შემოწმება სად ცაუტარდებათ?“
„ისეთი ბიჭები გვეზრდება, ას დენიანი კალგოტკის გაუხდელად შეამოწმებენ“
„კარგი აზრია იმ შემთხვევაში თუ არაკაცი ბიჭები არ მოატყუებენ მიყვარხარო და არ აცდუნებენ გოგონებს და მერე არ მიატოვებენ ადრე ასეთი რაღაცეები თვითმკვლელობებით მთავრდებოდა
ამიტომ ბიჭებსაც პასუხისმგებელის მოწმობები დაურიგეთ თუ არა და ციხე 10 წელი ვინც გოგონას მოატყუებს“.
„მამრებსაც დაურიგეთ ეგ მოწნობები.. ნაგულავები კაცის ოჯახში არ შევალ მე..თან უბიწო უნდა ჩამბარდეს..“
„მოწმობას რომ გაინაღდებენ მერე რომ იმაიმუნონ??? ვინაა გარანტორი?!“
„ანუ ტ***ის მონოპოლია გექნებათ?“
„მანდ ათასი რამის დამატება შეიძლება, გეპეიში უგამოცდოდ მიღება, ქალიშვილობის სტიპენდია, მერე ცოტა უფროს ასაკში, საშემოსავლო რომ მოვუხსნათ ქალიშვილებს, პენსიის ასაკამდე ვინც შეინახავს, ერთჯერადად ბინა და ყოველთვიურად 3-მაგი ოდენობა! გასავრცობია ეს თემა ბატონო გიორგი“
„და ვინც ქალიშვილი არ იქნება ვერ დაამთავრებს სკოლას თუ რა ხდება? ქვეყანა თავზე გვემხობა, ყველა ასპექტში – რა დროს ქალიშვილობააა ან პირადი ურთიერთობები“
„ 5 შვილის დედა და მაინც ქალიშვილი – აი ასეთ ქალებს რომ მოამრავლებთ მხოლოდ მაშინ მოგცემთ ხმას!!“
„ტროლია ეს კაცი თუ მართლა არსებობს?“
„ბატონო გორგი, ბიჭებზე რას ვშვებით? აქვთ ქალებში წასვლის უფლება?“
„ ბოზებშიც თუ წაიყვანთ დამამთავრებელი კლასის ბიჭებს?“
„ნაკოცნის სერთიფიკატი მიბმულ ფაილად მოყვება თუ ცალკე გაიცემა?“
„და კაცს თუ გინდა ვირიც ყავდეს მოტ***ლი ხო?!“
„ბოზი ჩემი თავი მეზარება“