სანკტ-პეტერბურგში ლექტორმა სტუდენტი გოგონა მოკლა და მისი ცხედარი დაანაწევრა

68
SHARE

სანკტ-პეტერბურგში ლექტორმა, 63 წლის ოლეგ სოკოლოვმა, 24 წლის სტუდენტი ანასტასია ეშენკო მოკლა, ამის შემდეგ მისი ცხედარი დაანაწევრა.

შემთხვევა 7 ნოემბერს მოხდა. 8 ნოემბერს გამთენიისას კაცი მდინარესთან იპოვეს, მას ზურგჩანთა ჰქონდა, რომელშიც გოგოს მოკვეთილი ხელები და პისტოლეტი იყო.

პეტერბურგის სამაშველო-სამძებრო სამსახურის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სტუდენტის ცხედრის დანარჩენი ნაწილები წყალმა წაიღო.

დღეს, სასამართლო გაიმართა, რომელზეც სოკოლოვმა თქვა, რომ მომხდარს ნანობს და დაპატიმრებისთვის მზად არის.

მიცემულ ჩვენებაში ლექტორმა თქვა, რომ გოგოს ოთხჯერ ესროლა.

ადვოკატის თქმით, მკვლელობის მომენტში სოკოლოვი აფექტის, ან პათოლოგიური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

FB კომენტარები

კომენტარი